თურქეთის სუპერლიგის მე-12 ტურში "ანკარაგიუჯიუმ" საკუთარ მოედანზე "ჰათაისპორი" 4:1 დაამარცხა და მატჩის მესამე წუთზე ანგარიში მასპინძელთა თავდამსხმელმა გიორგი ბერიძემ გახსნა, რომელიც 83-ე წუთზე შეცვალეს.
ბერიძემ მიმდინარე ჩემპიონატში 11 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.
"ჰათაისპორში" 71-ე წუთამდე ითამაშა საბა ლობჟანიძემ.
"ანკარაგიუჯიუ" 11 ქულით მეცამეტე ადგილზეა, "ჰათაისპორი" კი 10 ქულით მეთექვსმეტეზე.
გიორგი ბერიძე: ბელგიის ჩემპიონატი ქართველებისთვის ცუდია?! ასე არ ვფიქრობ...