"ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალური მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა ნახევარმცველ მატეო პოლიტანოსთან ერთად მივიდა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
კალცონამ თქვა, რომ ძლიერ გუნდთან დაპირისპირებისას შიშის გრძნობა არ აქვთ, მოტივირება არ სჭირდებათ და გამარჯვებას უნდა შეეცადონ. კითხვაზე, ივარჯიშეს თუ არა პენალტებზე, უპასუხა, რომ ივარჯიშეს, მაგრამ გამარჯვების ცოტა ადრე მოპოვების იმედი აქვთ. ამას ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კითხვა მოჰყვა.
- ბოლო შეხვედრაში "კვარამ" მთელი "ტორინოს" წინააღმდეგ ითამაშა, ახლა "ბარსელონა" - "ნაპოლი" იქნება? მზად ხართ ამისთვის?
- არ გეთანხმებით, ვთვლი, რომ "ტორინოსთან" შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. გეთანხმებით,
"კვარამაც" ჩინებულად ითამაშა, მაგრამ მთლიანობაში ბევრი რამ გავაუმჯობესეთ. ერთადერთი, რაც დაგვაკლდა, მოგება იყო. ერთი შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ. "ბარსელონასთან" წლის მატჩი გველის. შემდეგ აღდგენა უნდა მოვახერხოთ და სერია A-ზე გადავერთოთ. შემდეგ ეტაპზე გასვლა დამატებითი სტიმული უნდა იყოს. ეს ენთუზიაზმისთვის მნიშვნელოვანია.
" არავითარი "მაგრამ" - "კვარამ" მეოთხედფინალში უნდა გადაგვათრიოს" - იტალიური მედია
"ბარსელონასთან" პენალტების სერია? - ფედელემ გაამხილა, ვინ შეიძლება შეასრულოს თერთმეტმეტრიანები
კაპელო: კვარაცხელია "ბარსელონასთვის" ნომერ პირველი საფრთხეა
როგორ უნდა შეაჩერო ხვიჩა? - "კვარას" შედევრი და მაგალითი საქართველოს ნაკრებისთვის...