უკრაინის პრემიერლიგის 21-ე ტურში „შახტარმა“ „მინაი“ 2:0 დაამარცხა.
დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი სათადარიგო იყო.
„შახტარს“ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 43 ქულით ლიდერია და შემდეგ შეხვედრას 30 მარტს კიევში „ობოლონთან“ გამართავს.
ლვოვი. „ლვივ არენა“
შახტარი - მინაი 2:0
გოლები: 1:0 სუდაკოვი (24, პენ), 2:0 სიკანი (30)