კალცონა: მსაჯს ოსიმენის წაქცევისთვის პენალტი უნდა დაენიშნა

AutoSharing Option
"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ორი მატჩის ჯამში, "ბარსელონასთან" 2:4 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გააკეთა:

"სამწუხაროდ, ბურთს ძალიან ხშირად ვკარგავდით, რაც ასეთი კლასის მეტოქესთან დაუშვებელია. ვიცოდით, გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ბევრი შეცდომა დავუშვით. მომენტებს ვქმნით, დაცვა კი გამოსასწორებელია.

ოსიმენზე არდანიშნული ნაღდი პენალტის ეპიზოდი ვნახე და მსაჯს თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა. ერთხმად იმავეს ამბობენ იტალიური ტელევიზიების ექსპერტები. არ მესმის, ასეთი დონის ტურნირზე ესოდენ მნიშვნელოვან ეპიზოდს რატომ არ აქცევს Var-ი ყურადღებას. სწრაფად გადაწყვიტეს, რომ თამაშის წესების დარღვევას
ადგილი არ ჰქონდა. ამას შეხვედრის მიმდინარეობაზე შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა.

მოედანზე ჩემი ფეხბურთელები მიმოფანტული იყვნენ, რაც ძალიან არ მომწონს. რამდენჯერაც ბურთი დავკარგეთ, იმდენჯერ სწრაფი კონტრშეტევა მივიღეთ. ამაზე მუშაობა და სასწრაფოდ გამოსწორება გვჭირდება. ოსიმენი ხშირად რჩებოდა თამაშგარეში, თუმცა ეს მისი ბრალი არ არის.

სერია A დაგვრჩა. ბევრი რთული მატჩი გველის. ამ ბიჭებთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას უნდა ვეცადო. ისინი მონდომებულები არიან, პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგით".


მკითხველის კომენტარები / 22 /
ერთხელ კიდევ გაგიზიარებთ ჩემს აზრს და მეტს აღარ შეგაწუხებთ.

ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ: ხვიჩას აუცილებლად წაიყვანს რომელიმე უფრო დიდი გუნდი [და აუცილებლად მოიგებს დიდ ტიტულებს და არა ერთსა და ორს] და ხვიჩას კი არ აიძულებენ რომ ბურთი ცენტრიდან წაიღოს[,თანაც სამი კაცის გარემოცვაში რომ აძლევენ პასებს ] არამედ ეცდება რაც შეიძლებ მიუტანოს საჯარიმოსთან ახლოს და თქვენ ითვალეთ მერე გოლები და პენალტები[დავნიძლავდეთ და „ვინცა იყოს წაგებული თავშიშველი სამ დღეს ვვლიდეს“
ფიგუ
14 მარტი 2024 15:50
0
რომელი თქვენგანი გამოიჩენს გამბედაობას და კატეგორიულად განაცხადებს,რომ ფეხბურთში და მათ შორის იტალიურ ფეხბურთში ყველაფერი წესრიგშია [გაიხსენეთ იუვენტუსის ისტორია] დამენიძლავეთ და „ვინცა იყოს წაგებული, თავშიშველი სამ დღეს ვლიდეს“ შ. რუსთაველი
ფიგუ
14 მარტი 2024 15:13
0
ჩვენ ყველანი დარწმუნებულნი ვართ იმაში, რომ ვართ ყველაზე მაგარი ფეხბურთის ექსპერტები და გვაქვს უფლება გამოვთქვათ კომპეტენტური აზრები მათ შორის კრიტიკული აზრები ხვიჩას მისამართით.
ერთი რამე დაიმახსოვრეთ : დაითვალეთ რამდენი ტიტული მოიხვეჭა სულ ნახევარ სეზონში , რამდენჯერ გახდა თვის საუკეთესო ფეხბურთელი. [იტალიაში!!!]
წარმოიდგინეთ რა ზარ-ზეიმი ექნებოდათ ჩვენს მეზობლებს მათ რომ ჰყოლოდათ ასეთი ტალანტი. თქვენ რა გჭირთ, რა გემართებათ?!!!
თქვენი აზრით იტალიელ სპეციალისტებზე და ხალხზე მეტი გვესმის?| „აზრზე მოდი ბიჭო“ ყველაფრის თქმის უფლებას ნუ აძლევთ თქვენს თავებს.
ფიგუ
14 მარტი 2024 14:23
0
ერთი რამ გვავიწყდება ყველას, რომ საკუთარი მოედნის ფაქტორი დიდ როლს თამაშობს. საკუთარი მაყურებლის წინაშე ყველა იქაჩება. გოშიაც კი ღობის შშიგნიდან ეჭიმება დიდ ნაგაზებს და აიძულებს რომ გაეცალოს იქაურობას.
ფიგუ
14 მარტი 2024 13:22
0
მე ვიცნობ ერთ ადამიანს შოთა ჰქვია სახელად სულ საწინააღმდეგოს ლაპარაკობდა


კაცმა ნახევარ სეზონში [იტალიაში] გუნს ჩემპიონობა მოუპოვა გახდა საუკეთესო დრიბლიორი; ყველაზე ტექნიკური,საუკეთესო ასისტი, გოლეადორი, კვარადონა, ხალხის უსაყვარლესი ფეხბურთელი და დიდ გუნდში- [ ჯერ ერთი ნაპოლი რით არ არის დიდი გუნდი] -ანუ სხვა გუნდში -იგივეს და უფრო მეტსაც გააკეთებს. დავნიძლავდეთ და [ „ წაგებული თავშიშველი სამ დღეს ვლიდეს“ შ. რუსთაველი].
ემ-33-ს ფიგუ
14 მარტი 2024 10:42
0
რა დაცვა რის დაცვა ორთავე მხარე პრახანოი დვირი იყო მაგ გუნდით უნდა ხუთეულში შესვლა სასაცილოა
ამირანი
13 მარტი 2024 17:13
1
დაცვამ კი არა თავდასხმამ წააგო თამაში.ოსიმენს და კვარას არაფერი შეუქმნიათ.ერთს ფეხები აებლანდა და პენალტი მოუნდა,მეორემ ორჯერ ააცილა ხელსაყრელ მომენტში.
ვა რა დონეა
13 მარტი 2024 12:47
23
თქვენი აზრით, ხვიჩას წაუგია თამაში! დაცვა კი უმაღლესი დონის ყოლია "ნაპოლის" ?! მართლა ვა რა დონე ხარ!
ვა რა დონეა-ს
13 მარტი 2024 15:01
0
მეგობარო სხვა თამაშს უყურე? კვარა-ოსი ჩაკეტილი რომ ყავდათ გასაგებია, მაგრამ 16 წლის ბიჭებმა ნაპოლის დაცვა გადირკეს ვერ ნახე?
suxumchanin
13 მარტი 2024 14:46
0
ვარს ეძინა ეტყობა
დათო
13 მარტი 2024 11:50
1
იმედია, ბარსელონაშიც ობიექტურად შეაფასებენ ხვიჩას თამაშს
უნდა წავიდეს აუცილებლად
თენგო
13 მარტი 2024 11:32
0
მეორე ეშელონის გუნდებში ნორმალური გუნდია ნაპოლი მეცოდება უკვე ამ გუნდში ხვიჩა დროა ახალი გამოწვევებისთვის ნაპოლით აწი მაქსიმუმმეოთხე ადგილი ჩემპიონატში
beqa
13 მარტი 2024 11:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული