მამარდაშვილი ზაფხულში წავა - "ვალენსიამ" ქართველის შემცვლელი ლა ლიგიდან შეარჩია

AutoSharing Option
As-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ვალენსიას" ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი დატოვებს.

უფრო მეტიც, "ღამურებმა" ჩვენებურის შემცვლელი ლა ლიგიდან უკვე შეარჩიეს და ეს "რაიო ვალეკანოს" 30 წლის ჩრდილომაკედონიელი კიპერი სტოლე დიმიტრიევსკია.

გამოცდილ კარის დარაჯს მადრიდულ გუნდთან კონტრაქტი ივნისში ეწურება და შეუძლია "მესტალიაზე" უფასოდ გადაბარგდეს.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილის სახელს არაერთ მსოფლიო გრანდს უკავშირებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული