Il Mattino: ოსიმენსა და "ნაპოლის" ფეხბურთელებს შორის დაძაბულობაა - ეს გავლენას კვარაცხელიაზეც ახდენს

AutoSharing Option
არახალი ამბავია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით, ვიქტორ ოსიმენი "ნაპოლის" დატოვებს. წამყვანი ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, რომ "ჩელსი", "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ნიგერიელის გამოსასყიდი თანხის გადასახდელად მზად არიან. თავის მხრივ, "პარი სენ ჟერმენი" მბაპეს ერთ-ერთ შემცვლელად სწორედ ოსიმენის კანდიდატურას განიხილავს.

ცნობილი იტალიური გამოცემის, Il Mattino-ს ცნობით, "ნაპოლის" ფეხბურთელებსა და ვიქტორ ოსიმენს შორის დაპირისპირებაა. ნიგერიელის ბოლოდროინდელი ქმედებების გამო მისი თანაგუნდელები იმედგაცრუებული არიან. ოსიმენს გუნდის მოთამაშეებთან ურთიერთობა, ფაქტობრივად, არ აქვს და ხშირ შემთხვევაში მათგან განცალკევებით ყოფნას ამჯობინებს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა, ეს ყველაფერი
გავლენას ხვიჩა კვარაცხელიაზეც ახდენდეს, რომლის ხელფასზეც იტალიაში ბევრს საუბრობენ.

შეგახსენებთ, ოსიმენის გამოსასყიდი თანხა 120/130 მილიონ ევროს შეადგენს.

altკალცონა: მსაჯს ოსიმენის წაქცევისთვის პენალტი უნდა დაენიშნა

altLa Repubblica: კვარაცხელიას ჰორიზონტზე "რეალი" და "ბარსელონა" არიან - ოსიმენის ანალოგიური კონტრაქტი მისაღები იქნება

alt"ნაპოლის" ყველა დროის ბომბარდირების ათეული - რომელ პოზიციაზე არიან ოსიმენი და კვარაცხელია და რამდენი გოლი აშორებს ხვიჩას მარადონამდე?

altკალცონა: "კვარა" და ოსიმენი ძალიან მაგრები არიან - მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავბრუნდით

მკითხველის კომენტარები / 7 /
ოსიმენმა ერთხელ თქვა - ჩემი უპირატესობა ის არის, რომ 10 მეტრის დისტანციაზე ვთამაშობ მცველებთანო. ეგ თქვა თუ არა - მას შემდეგ მისმა შედეგიანობამ მოიკლო. როცა მცველები ახლოს ყავს , ბევრს ვერაფერს აკეთებს. კი, უდაოდ ტექნიკურია, მაგრამ მისი მთავარი პლიუსი მაინც სისწრაფეა
გ.ხ.
15 მარტი 2024 23:52
1
რამდენი მიაწოდეს იმდენჯერ თამაშგარეშია და როგორ მიაწოდებენ?
ჟორა
15 მარტი 2024 18:22
1
ოსიმენი კარის წინ ბურთზე ფეხის დახვედრებაშია მაგარი. ამ ბოლო დროს ნაპოლის ფეხბურთელები კარამდე იშვიათად მიდიან და კარის წინ ოსიმენს ბურთს როგორ მიაწვდიან?
ჟორა გაბრიჭიძე
15 მარტი 2024 18:20
0
ოსიმენი გადაგდებულ ბურთებზე,მცველებთან დასწრებაზე თამაშშიც ძალიან მაგარია,მაგრამ რად გინდა,ვერც მაგას უხერხებს,ნაპოლის ნახევარდაცვა.ბოლო თამაშებში,აშკარად ტრავმა აწუხებს და ძველებურად გამანადგურებელი ვერ არის.
სოსო
15 მარტი 2024 22:10
0
ნაპოლის ეგოისტი ფეხბურთელები არ აძლევენ პასს ოსიმენს, არც კვარას აწვდიან. არადა ეგ ორია მარტო მაგ გუნდში.
Რაგბის ფანი
15 მარტი 2024 14:49
8
მერე, რა პრობლემაა? კალცონა მანდ არ გყავთ? ყველა ინტერვიუში იმას გაიძახის, ფეხბურთელები და, პირველ რიგში ხვიჩა, ჩემს დავალებებს უსიტყვოდ ასრულებენო.
ბესო
15 მარტი 2024 13:21
0
მიხედავენ თავის თავს მილიონერები. ჩვენ ჩვენ ცხოვრებაზე ვიფიქროთ სჯობია ))
მერე რა
15 მარტი 2024 13:16
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული