მეორე ბუნდესლიგის 26-ე ტურში „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე „მაგდებურგი“ 7:0 დაამარცხა.
"კარლსრუე" მეშვიდე წუთზე მარსელ ფრანკემ დააწინაურა, შემდეგ ზივზივაძემ, რომელმაც "ჰოლშტაინთან"გასული ტურის მატჩი ავადმყოფობის გამო გამოტოვა, დუბლი შეასრულა. პირველი ტაიმის ბოლოსკენ კი ქართველის პასით მეტოქის კარი პაულ ნებელმა დალაშქრა.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა ანგარიში გამანადგურებელი გახადეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
ზივზივაძე 65-ე წუთზე შეცვალეს. ბუდუმ მიმდინარე ჩემპიონატზე 24 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: whoscored 9.5, sofascore 9.1, flashscore 8.3.
„კარლსრუე“ 38 ქულით მე-7 ადგილზეა, ბუნდესლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის ზონას 6 ქულა აშორებს და შემდეგ შეხვედრას 31 მარტს გელზენკირხენში „შალკესთან“ ჩაატარებს.
კარლსრუე - მაგდებურგი 7:0
გოლები: 1:0 ფრანკე (7), 2:0 ზივზივაძე (13), 3:0 ზივზივაძე (25), 4:0 ნებელი (40), 5:0 ბეიფუსი (50), 6:0 მატანოვიჩი (51), 7:0 ვანიტცეკი (90+1, პენ)