ლა ლიგის 29-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ვილიარეალთან“ 0:1 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილმა პირველ ტაიმში რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, 39-ე წუთზე კი ალექს ბაენას პენალტი აიღო.
მეორე ტაიმში ქართველმა კიდევ ოთხჯერ მოიგერია მეტოქეთა მიერ დარტყმული ბურთი, მაგრამ ისევ ჩავარდა „ღამურების“ დაცვა და ხორხე კუენკამ მასპინძლებს გამარჯვება მოუპოვა.
გიორგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და მან ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: sofascore 8.5, whoscored 8.5, flashscore 8.1.
„ვალენსიას“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 40 ქულით მერვე ადგილზეა და 30 მარტს „მალიორკას“ უმასპინძლებს.
ვილიარეალი. „სერამიკა“
ვილიარეალი - ვალენსია 1:0
გოლი: კუენკა (54)
გამოუყენებელი პენალტი: ბაენა (39, ვილიარეალი)