მამარდაშვილმა პენალტი აიღო და თავისი გუნდი უამრავჯერ გადაარჩინა - "ვალენსია" "ვილიარეალთან" მაინც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 29-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ვილიარეალთან“ 0:1 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილმა პირველ ტაიმში რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, 39-ე წუთზე კი ალექს ბაენას პენალტი აიღო.

მეორე ტაიმში ქართველმა კიდევ ოთხჯერ მოიგერია მეტოქეთა მიერ დარტყმული ბურთი, მაგრამ ისევ ჩავარდა „ღამურების“ დაცვა და ხორხე კუენკამ მასპინძლებს გამარჯვება მოუპოვა.

გიორგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და მან ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: sofascore 8.5, whoscored 8.5, flashscore 8.1.

„ვალენსიას“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 40 ქულით მერვე ადგილზეა და 30 მარტს „მალიორკას“
უმასპინძლებს.

ვილიარეალი. „სერამიკა“
ვილიარეალი - ვალენსია 1:0
გოლი: კუენკა (54)
გამოუყენებელი პენალტი: ბაენა (39, ვილიარეალი)

მკითხველის კომენტარები / 13 /
ლუქსემბურგთან ერთი ბურთი თუ მაინც გავიტანეთ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, რადგან მამარდა ბურთის გამშვები არაა.
ჟორა გაბრიჭიძე
17 მარტი 2024 21:53
2
არც ვილიარეალთან აპირებდა გაშვებას,20 წამში,ზედიზედ სამჯერ იხსნა გუნდი,მაგრამ შეხედა დაცვამ,ეს გაშვებას არ აპირებსო და პეპელუ,ზედ გადააწვა მამარდას,ზოგი ახლა იხტუნავეო.ჰოდა გაუტანეს.ჩვენ დაცვასაც უყვარს თამაშის გვერდიდან ყურება.ნაინც გავიმარჯვებთ!ამ თამაშში არ დაიძინებენ.
სოსო
17 მარტი 2024 23:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული