მამარდაშვილმა პენალტი აიღო და თავისი გუნდი უამრავჯერ გადაარჩინა - "ვალენსია" "ვილიარეალთან" მაინც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 29-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ვილიარეალთან“ 0:1 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილმა პირველ ტაიმში რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, 39-ე წუთზე კი ალექს ბაენას პენალტი აიღო.

მეორე ტაიმში ქართველმა კიდევ ოთხჯერ მოიგერია მეტოქეთა მიერ დარტყმული ბურთი, მაგრამ ისევ ჩავარდა „ღამურების“ დაცვა და ხორხე კუენკამ მასპინძლებს გამარჯვება მოუპოვა.

გიორგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და მან ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: sofascore 8.5, whoscored 8.5, flashscore 8.1.

„ვალენსიას“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 40 ქულით მერვე ადგილზეა და 30 მარტს „მალიორკას“
უმასპინძლებს.

ვილიარეალი. „სერამიკა“
ვილიარეალი - ვალენსია 1:0
გოლი: კუენკა (54)
გამოუყენებელი პენალტი: ბაენა (39, ვილიარეალი)

მკითხველის კომენტარები / 13 /
"ვილიარეალის" მეკარემ უფრო უკეთესი შეფასება (მეტი ქულა) მიიღო
შალვა
17 მარტი 2024 22:52
13
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად,მამარდა გამოცხადდა.ვილიარეალის მეკარეც უშეცდომო იყო,მაგრამ მამარდამ უფრო ძნელი დარტყმები მოიგერია,პენალტის ჩათვლით.
სოსო
17 მარტი 2024 23:36
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული