როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ინტერთან" მატჩში?

AutoSharing Option
სერია A-ს 29-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "ინტერმა" "ნაპოლის" უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

"პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 90+1 წუთი გაატარა.

"ნაპოლის" შემტევის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 7.4 ქულა, Sofascore 7.0 ქულა, Whoscored 6.9 ქულა.

შეგახსენებთ, ფრანჩესკო კალცონას გაწვრთნილი გუნდი სერია A-ს სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. "ნაპოლი" მომდევნო ტურის შეხვედრას 30 მარტს, "ატალანტას" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ვფიქრობ, გუნდი დაასუსტა მფლობელმა ფულის გამო.შედეგი უნდა, მაგრამ ფული უპირველეს ყოვლისა.ხვიჩას სჭირდება კარგი გუნდი, არაეგოისტი პარტნიორები და შესაბამისი ანაზღაურება.
ზურა
18 მარტი 2024 19:28
0
ხალხნო, დაცვა რომ სუსტია ამაში საკამათოც არაფერია. მაგრამ არც შეტევა ბრწყინავს. კი, ჩვენი ბიჭი ნამდვილი ლიდერია და როცა ორი სამი მოთამაშე მასზე თამაშობს, შედეგსაც დებს. ოღონდ ეს ამ სეზონზე ხშირად არ ხდება. მარტო ჩემი აზრი არ არის, რომ ხვიჩა, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ნაპოლიდან უნდა წავიდეს, თუ უნდა რომ მისმა სასწაულებრივმა ტექნიკამ განვითარება ჰპოვოს.
მაია
18 მარტი 2024 18:36
2
ხალხნო, დაცვა რომ სუსტია ამაში საკამათოც არაფერია. მაგრამ არც შეტევა ბრწყინავს. კი, ჩვენი ბიჭი ნამდვილი ლიდერია და როცა ორი სამი მოთამაშე მასზე თამაშობს, შედეგსაც დებს. ოღონდ ეს ამ სეზონზე ხშირად არ ხდება. მარტო ჩემი აზრი არ არის, რომ ხვიჩა, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ნაპოლიდან უნდა წავიდეს, თუ უნდა რომ მისმა სასწაულებრივმა ტექნიკამ განვითარება ჰპოვოს.
მაია
18 მარტი 2024 18:34
1
ვისაც ჩახვეული გაქვთ კლიშე, ვითომ ნაპოლის დაცვა და მეკარე სუსტია, ხოლო შემტევები შტანგებს ღუნავენ, ფეხბურთში რბილად რომ ვთქვათ ნაკლებათ ერკვევით. სატურნირო ცხრილს მაინც გადახედეთ -ელემენტალურია, ნაპოლის დაცვამ სულ 33 გოლი გაუშვა, ისე როგორც მილანმა,სამაგიეროდ შემტევებმა ლეაოს თამადობით ნაპოლიზე 11-ით მეტი გოლი გაიტანეს,ვიდრე ნეაპოლის ვითომ KO-ს სუპერ დუეტმა და 17 ქულით მეტი აქვთ. გუშინაც ნაპოლის შემტევებმა ერთხელაც ვერაფერი შექმნეს ოსიმენას გარეშე. განსაკუთრებით თვალშისაცემად ინერტული კვარა იყო და რაც არ უნდა პედალირებდეთ ფლეშსკორესა და სოფასსკორეს შეფასებებზე, 7.4 შემტევისათვის ძალიან კარგ თამაშს ნიშნავს-ანუ გოლი, საგოლე ასისტები და ა.შ. რეალურად ცუდათ კი არა ძალიან ცუდათ ითამაშა, ამიტომაც დი ლორენცოს და ოლივიერასთან ერთად აქვს ყველაზე დაბალი შეფასება იტალიურ პოპულარულ გამოცემების მიხედვით-5.5. თუ არა გჯერავთ ნახეთ, ვისაც შეგიძლიათ. შეიძლება ნაკრების თამაშების წინ შეგნებულად თამაშობდა 1/2 ძალით,რომ თავიდან აეცილებინა ყოვრლგვარი რისკი ტრამვიანობის,რაზედაც მე პირადათ სულაც არ ვარ წინააღმდეგი-ნაპოლის არ გააცივაა,მთავარია ნაკრებში დადოს შედეგი.....
SOSO
18 მარტი 2024 16:16
6
იმ დროს როდესაც ნაპოლის დაცვა გასულია "მომსახურების ზონიდან" , აურელიოს გაყიდული საუკეთესო დამცველი კიმი, ბაიერმა სათადარიგო სკამზე დასვა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
NAPOLI!
18 მარტი 2024 11:38
1
ხვიჩა ცოდვაა ამ გუნდში
ჯუჯი
18 მარტი 2024 09:33
8
მარადონა ცოდო იყო, რომელიც ბარსელონასთან "დააქვეითეს"?
რეალში ყველა კარგი ფეხბურთელი ითამაშებს კარგად.
გიო
18 მარტი 2024 15:18
1
ჩვენსა თუ უცხოელ გულშემატკივართა საკმაოდ დიდ ნაწილს ჩამოუყალიბდა შეხედულება, რომ კვარას თითქოსდა უჭირს დიდ გუნდებთან თამაში. ამ თემის ასე დაყენებას, ცოტა არ იყოს გულუბრყვილო ელფერი დასდევს. სპალეტის ნაანდერძევი ნაპოლი, იდეალში უნდა ხასიათდებოდეს უაღრესი ინტენსივობით პირველ რიგში, ისევე როგორც დომინანტური ბურთის ფლობით, ბურთის ზონაში რიცხობრივი უპირატესობის ორგანიზებით, მკაცრი ბალანსითა და ხაზებს შორის სინქრონული ურთიერთქმედებით. ამ ჩარჩო-ხერხემლის მორღვევას სპალეტი არ პატიობდა არავის, ლიდერებსაც კი. შესაბამისად, თავიდან ხვიჩას მიმართაც გამოთქვამდა ტაქტიკური ხასიათის პრეტენზიებს, იმ მომენტისათვის მისი მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის დემონსტრირებისა და წარმატებული პროდუქტიულობის მიუხედავად.რასაც მავანი სპალეტის უმადურობასაც მიაწერდა. რეალურად სხვაგვარად ეს მანქანა არ მუშაობს, რისი მომსწრენიც გავხდით ამ სეზონში. პატარა გუნდებს უჭირთ ასეთ ფეხბურთზე ფეხის აყოლა, მათთან დასაშვებია თავს ცოტა იმპოვიზაციის უფლება მისცე, მათგან უსწრაფესი კონტრშეტევების მიღების შანსებიც დაბალია, როგორც ამას დიდები მოახერხებენ. დიდ და განსწავლულ გუნდებთან დრიბლინგები და მეტიც, თამაშის თავზე აღება დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. მათი დაცვითი სისტემების ინდივიდუალური მოქმედებებით გარღვევის მცდელობები ფეხბურთის წარსულია. აი მაგალითი: როცა მანჩესტერში ახალგადასულმა ენტონიმ თამაშიდან ამოვარდნილი "წარმატებული" დრიბლინგები დაიწყო, ეგრევე ჯამბაზად მონათლეს. ხვიჩას ტალანტი უპირველეს ყოვლისა იმაში ვლინდება, რომ ზედმიწევნით კითხულობს თამაშს და თან როგორ - გამოთქმით, მხატვრულად! შედეგად ძერწავს ისე, რამდენადაც მაქსიმალურად შესაძლებელია ნაპოლისნაირ გუნდთან ერთად. გასაგებია, რომ შოუ გვინდა ბევრი და ეხლა, მაშინ ვუსურვოთ ხვიჩას დიდ გუნდში გადასვლა,თანაც რაც შეიძლება მალე, აი როდის აღარ მოგვაკლდება ხშირ-ხშირად კვარაშოუ ფენომენის შესრულებით!
ამატაკი
18 მარტი 2024 05:14
11
სწორი შეფასებაა
დიმიტრი
18 მარტი 2024 10:21
2
ხვიჩას ჯერ უჭირს ძალისმიერ მცველებთან გამკლავება, ნაპოლის აქილევსის ქუსლია დაცვა და დაგვიანებული პასები თან არაზუსტი, ხვიჩასაც მთლად პროდუქტიულად ვერ იყენებენ, სიმართლე ითქვას ხვიჩაც ხშირად აღარ იხსნება, არაუშავდა ტრაორეს, უფრო მეტი იმოძრავა და იბრძოლა....
გუსანი
18 მარტი 2024 02:58
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული