"ნაპოლიმ" სტუმრად "ინტერთან" ფრეს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 29-ე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე ლიდერ „ინტერს“ დაუზავდა - 1:1.

სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ოსიმენმა ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა და მის ნაცვლად მწვრთნელმა კალცონამ ძირითად თერთმეტეულში რასპადორი დააყენა. მასპინძლები უფრო სწრაფად და აგრესიულად მოქმედებდნენ და პირველი მომენტიც მათ შექმნეს, მაგრამ მეკარე მერეტმა არ გაატანინა. ნეაპოლელები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა სახიფათო შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ. ხვიჩას ყურადღებით მეურვეობდნენ და პავარს ყვითელი ბარათი მიაღებინა. პირველი ტაიმის დასასრულს კი "ნერაძური" დარმიანმა დააწინაურა.

„ნაპოლის“ ნახევარდაცვა ჩვეულად ზანტად მოძრაობდა, დაცვა კვლავ შეცდომებს უშვებდა. მილანელებს ორი
შანსი მიეცათ და ორივეჯერ თავისი გუნდი მერეტმა იხსნა. კალცონამ ოლივეირა და რასპადორი მარიო რუით და სიმეონეთი შეცვალა. ხვიჩას პარტნიორები პასებს ისევ ვერ თუ არ აძლევდნენ, მხოლოდ სტატიკურ მდგომარეობაში მყოფს აწვდიდნენ ბურთს და თამაშს ვერ ამწვავებდა. თითქოს მილანელებისთვის საფრთხეს არაფერი მოასწავებდა, მაგრამ ჟუან ჟეზუსმა თავურით ანგარიში გაათანაბრა. აქედან მოყოლებული, თამაში უფრო სახალისო გახდა. ქართველი 90+1-ე წუთზე შეცვალეს და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

„ნაპოლი“ 45 ქულით მე-7 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 30 მარტს საკუთარ მოედანზე „ატალანტასთან“ ჩაატარებს.

მილანი. „სან სირო“
ინტერი - ნაპოლი 1:1
გოლები: 1:0 დარმიანი (43), 1:1 ჟუან ჟეზუსი (81)
მკითხველის კომენტარები / 7 /
გადატანილი მძიმე მატჩების შემდეგ,არც ერთ გუნდს არ ეტყობოდა დიდი აღმაფრენა.ნაპოლის დაცვა ყოველ თამაშში რაღაცის წახდენას ახერხებს.მერე ცოტა გამოსწორდა,მაგრამ დი ლორენცოც რომ საშინლად თამაშობს დაცვაში,უკვე არა პირველი მატჩია.მატჩის მიწურულს,მსაჯი ვალდებულიიყო,ინტერის 95 ნომერი გაეფრთხილებინა,პოლიტანოზე აშკარა უხეშობის გამო.ცოტა ხნის შემდეგ კი,უკვე ტიურამის აშკარა სიმულაცია დატოვა დაუსჯელად.რამდენიმე მომენტში,ნეაპოლელები,კარგ პოზიციაზე როცა გადიოდნენ,სიღრმიდან გამამწვავებელი პასის გაკეთება ვერ გაბედეს.ასეთ პირობებში,ნაპოლის გაუმართლა,ანგარიში რომ გაათანაბრა.მაგ შემთხვევაში,ერთადერთი შემთხვევა იყო,როცა ნეაპოლელებმა სტანდარტის დროს,შორეული ძელი ჩაკეტეს და შედეგიც მიიღეს.ნაპოლისთვის ეს შედეგი დადებითად უნდა შეფასდეს.ხვიჩასგან ამ თამაშში,მხოლოდ ჯანრთელად დარჩენას ვითხოვდი და მგონი გადარჩა.ახლა უკვე ნამდვილად სანერვიულო დღეები იწყება.სიმშვიდეს,კარგად მომზადებას და გამარჯვებებს ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს.გულშემატკივრებსაც მოვუწოდებ,თავშეკავებით ვიყოთ და ისედაც დაძაბულ ფეხბურთელებზე,კიდევ მეტი ზეწოლა არ მოვახდინოთ.ამღამინდელმა რაგბის მატჩმაც აშკარად გვაჩვენა,ზედმეტი სურვილი,როგორ უშლიდა ჩვენს ბიჭებს,გეგმაზომიერ თამაშში.მსოფლიოს თასზე პორტუგალიასთან ჩაგდებული მატჩის შემდეგ,ისე იყვნენ ალესილები რომ რაც მაგ თამაშში ყვითელი ბარათები მიიღეს,ალბათ სარეკორდო იქნება,ჩვენთვის.ეს რომ არა,ეჭვიც არ მეპარება,სარეკორდო ანგარიშით დავამარცხებდით,მეტოქეს.
სოსო
14:30 18-03-2024
0
მოცემულობიდან რაც პარტნიორები ჰყავს, ხვიჩამ საერთო ჯამში ნორმალური მატჩი ჩაატარა. იტალიის ჩემპიონ გუნდში კაცი ვერ მოიძებნა რომელიც თავისუფალ ზონაში, საშულო მანძილზე, პასს გააკეთებს (გრძელ გადაცემაზე ოცნებაც ზედმეტია). იყო რამოდენიმე მომენტი როდესაც ხვიჩა იხსნებოდა ზონაში, თანაც სივრცე ჰქონდა, მაგრამ უუნარო ვირებმა, მაგალითად ზამბო ანგისამ რომელმაც ჩემი აზრით ეს თამაში ჩააგდო, (და სხვებმაც) გადაცემა საერთოდ არ მისცეს. ანგისა კრეისერივით მოძრაობს, სულ დაკარგა სისხარტე. სიმეონე რისთვის შემოვიდა ვერ გაიგო.
ოლივეირა საერთოდ რეებს სჩადის ცალკე თემაა. კი მონდომებულია, მაგრამ არასაფეხბურთო აზროვნება აქვს. ხან ოტი მეტრში ბურთს შეტენის კვარას, თან ისე რომ ორი კაცი ფეხზე აზის, თანაც თვითონაც იქ მიდუს და თავისი კაციც მიჰყავს. ვინმემ აუხსენით მცველის ფუნქციები რა არის როდესაც კვარას მსგავსი იგროკი გყავს შენს წინ. სივრცეების გახსნა და დროული პასი ხომ საერთოდ ზღაპარია.
კონცენტრაციის დაკარგვა ნაპოლის მთელი დაცვის პრობლემაა. რახმანი ბოლო დროს "ტაპორივით" იქნევს ფეხებს (მსაჯმა min ორჯერ დაინდო და პენალტი არ დაუდო). ინტერის გოლის ეპიზოდში კი ოლივეირა დროზე ადრე მოდუნდა და გამოეთიშა ეპიზოდს, რითიც მისცა საშუალება მერეტის მოგერიებული ბურთი უპრობლემოთ შეეგდოთ კატში.
პოლიტანოს ცალკე უნდა გაუბერონ ბურთი და პირადად გაფასცენ სათამაშოთ, რადგანაც მოედანზე ვერავის ხედავს დილორენცოს გარდა.
ერთად-ერთი ვისშიც გუნდური თამაშის დალაგების სურვილი და დესძლებლობა ნათლად ჩანს, ხვიჩაა! ამ კომპონრნტში არა უჭირდა ლობოტკას.
ნაპოლის გოლი შეიძლება ალოგიკური მოეჩვენოს ვინმეს. მაგრამ ეს იყო პირველი სწორი ქმედება როდესაც შორეული ძელი დაკეტა იგროკმა (ჟეზუსმა) და გოლიც შევარდა. მანამდეც იყო მსგავსი მომენტი და რახმანი სრ გაჰყვა ბოლომფე ოდილორენცოს ჩაწიდებას.
მოკლეთ ცაში ვარსკვლავებს არცერთი გუნი არ სწყვეტდა. ტიპიური იტალიური დაპირისპირება იყო.
ჩემი აზრით ხვიჩას შესაძლებლობებს ისევ ვერ იყენებენ და მე მეტ შეფასებას მივცემდი. 《მერეტის შემდეგ ყველას სჯობდა!)
G.A.L.
12:33 18-03-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული