ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საბერძნეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ყაზახეთი 5:0 გაანადგურა და 26 მარტს, ფინალში, თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდს შეხვდება, რომელმაც ლუქსემბურგს 2:0 მოუგო. ნამატჩევს კომენტარი ბერძნების მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა გააკეთა:

"ვცდილობდით, ჩვენი ფეხბურთელები შეხვედრის ძლიერად დაწყებაში დაგვერწმუნებინა. მახსოვს, მსგავსი დაპირისპირება ლიეტუვასთან გვქონდა, ფინალი იყო, მაგრამ ვერ გავიტანეთ. პირველი გოლი ყველაფერს წყვეტს. დღეს სწრაფი გოლი პენალტით გავიტანეთ. მეორე ტაიმში ჩვენს ფეხბურთელებს გაუჭირდათ, რადგან უკვე სამშაბათზე ფიქრობდნენ. მათ მეტს ვერ მოვთხოვ.

რაც შეეხება საქართველოსთან მატჩს, ვფიქრობ, ფორმითა და შინაარსით საქართველო
იმავე სამცველიანი ტაქტიკით მოქმედებს, როგორც ყაზახეთი. მათ უკვე განსაკუთრებული ფეხბურთელი ეყოლებათ (კვარაცხელია - რედ). რთული მატჩი იქნება, თუმცა მათთვისაც. ჩემი ბიჭებისგან ინტენსივობას ველი და ძალიან კარგად თამაში გვმართებს. თავს ვერ გავიმართლებთ, ტრავმირებულები არ გვყავს, ყველა კმაყოფილია. ემოციები უნდა დავიოკოთ. ეს ფინალია. ფინალის მოსაგებად იქ უნდა ვიყოთ და ჩვენ იქ ვართ.

გპირდებით, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად 100%-ით დავიხარჯებით. მეტოქე შეკრული გუნდია, სწრაფები არიან შეტევისას და კონტრიერიშებზე. მათზე ყველაფერი ვიცით".

მკითხველის კომენტარები / 34 /
ფაქტია ძაან დიდი ჯაფა დაადგება ჩვენ ასაკოვან დაცის ხაზს. ძალიან სწრაფები არიან ბერძნები შეტევაში ციმიკასით დაწყებული შემტევებით დამთავრებული. რაც შეიძლება ბურთი უნდა ვაკონტროლოთ უნდა შევუტიოთ და ჩემი აზრით 1 ნომრად უნდა ვითამაშოთ სხვაგვარად დავისჯებით. მაგათზე ძლიერებისთვისაც მოგვიგია. ყველაფერს სანიოლი გადაწყვეტს დანარჩენი გამოჩნდება მინდორზე.

წარმატებები საქართველოს
ქომაგი
22 მარტი 2024 12:13
2
კვარას სრული თავისუფლება უნდა ქონდეს, კანკავა ძირითადში უნდა იყოს, უკან პასი უნდა შევწყვიტოთ, წინ გვაქვს საქმე მხოლოდ, ერთი ამოსუნთქვით უნდა ვიასპარეზოდ და გამარჯვებაც მოვა
ქართველი
22 მარტი 2024 12:07
1
კანკავას ყველა საფეხბურთო კონდიციები დაკარგული აქვს! არანაირად ძირითადში!
KOSTAKURTA
22 მარტი 2024 12:40
2
“ფინალის მოსაგებად იქ უნდა ვიყოთ და ჩვენ იქ ვართ”. რომელმა ჭკვიანმა თარგმნა ეს სტატია. გოგლე ტრანსლატე უნდა შეგარქვა
თემო
22 მარტი 2024 12:02
1
მართლაც მძიმე თამაში გველის ფინალში საბერძნეთთან, მთელი გუნდი, ქართული ფეხბურთის ქომაგები უნდა კონსოლიდირდეს ისე როგორც არასდროს, საფეხბურთო მოედანზე უნდა დაინთოს გამარჯვების კოცონი, არავინმა არ უნდა დაზოგოს თავი, განსაკუთრებით კი მთელი სიმძიმე თავის თავზე უნდა აიღონ ნაკრების ლიდერებმა - ხვიჩამ, ჩაკვეტაძემ, ბუდუმ, ჟორჟმა, მამარდამ და ზურიკომ.

გამარჯვება საქართველოს!
07 - 01
22 მარტი 2024 11:56
1
ახლა ხვიჩამ უნდა აიღოს თამაში თავზე. აქ გამოჩნდება სანიოლის მწვრთნელობაც. საკმაოდ მძიმე მატჩი გველის. უნდა მოვიგოთ. ას პროცენტიანი უნდა მოვიგოთ.
გიო
22 მარტი 2024 11:29
1
აი ამ მომენტში სჭირდება ნაკრებს მწვრთნელის კარგი ტაქტიკა და სწორი ანალიზი! ამ თამაშში გამოჩნდება რას წარმოადგენს მწვრთნელი(სამწუხაროდ კარგს არაფერს მოველი)! რაც შეეხება მოთამაშეებს, დაცვის ხაზი ძალიან სუსტია! ნახევარდაცვის ხაზი - უკან პასებს თავი დაანებეთ! კვეკვესკირი და კანკავა საჭიდაოდ გამოიძახეს თუ ფეხბურთის სათამაშოდ?! თავდასხმა - მიქაუტაძეს მესი ჰგონია თავი? პასი ისწავლე დროულად!
ლომი
22 მარტი 2024 10:56
4
ფაფარი დაივარცხნე
ლომს
22 მარტი 2024 11:53
5
რასაც ვუყურე პენალტი არ უნა დაედო მსაჯს, ამის მერე ჩამოიშალა ყაზახეთი. საბერძნეთი ძირითადად მარჯვენა ფლანგებიდან უტევდა 7 ნომრით და სწრაფ კონტრშეტევებს უნდა ველოდოთ მათგან. იმედია კვარა იტყვის სიტყვას და დააწიოკებს ბერძნების დაცვას და ჩაკვეც უკეთესად ითამაშებს.
suxumchanin
22 მარტი 2024 10:44
1
საბერძნეთი ჩვენზე უკეთესი გუნდია, თუმცა სწორი თამაშით შეგვიძლია მათი დამარცხება. წარმატებები ბიჭებს.
ნიკო
22 მარტი 2024 10:37
0
თუ საკუთარ თქვს მიზნად გამარჯვებას დაუსახავ და ამისთვის ყველაფერს გააკეთებ ამ გუნდით და ამ სტადიონზე ნებჯსმიეე გუნდს დაამარცხებ!
ქომაგი
22 მარტი 2024 10:19
1
მეორე სართულზე გაგვიჭირდება - ნათელია რასაც ეცდება საბერძნეთი, რაც ჩვენი სუსტის წერტილი და მათი ძლიერი მხარეა. -ჩამოწოდებები. ლუქსემბურგმა გუშინ მემგონი ერთხელ გააკეთა ფლანგიდან პასი - მართალია არა მაღალი ბურთი, მაგრამ აქიდანაც გოლი მივიღეთ. მოკლედ ცენტრს ისე ვერ მოვუგებთ როგორც ლუქსემბურგს ამიტომ დაცვა თუ დადგება ნორმალურად და კაშია- კვირკველიას ზონაში ჩაწოდებების აღკვეთა თუ მოხერხდება კარგი იქნება რადგან მათი დიდი იმედი არ მაქვს..ასე რომ კაკაბაძე შენგელიამ უნდა იყოჩაღონ
იბერია
22 მარტი 2024 10:17
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული