ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საბერძნეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ყაზახეთი 5:0 გაანადგურა და 26 მარტს, ფინალში, თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდს შეხვდება, რომელმაც ლუქსემბურგს 2:0 მოუგო. ნამატჩევს კომენტარი ბერძნების მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა გააკეთა:

"ვცდილობდით, ჩვენი ფეხბურთელები შეხვედრის ძლიერად დაწყებაში დაგვერწმუნებინა. მახსოვს, მსგავსი დაპირისპირება ლიეტუვასთან გვქონდა, ფინალი იყო, მაგრამ ვერ გავიტანეთ. პირველი გოლი ყველაფერს წყვეტს. დღეს სწრაფი გოლი პენალტით გავიტანეთ. მეორე ტაიმში ჩვენს ფეხბურთელებს გაუჭირდათ, რადგან უკვე სამშაბათზე ფიქრობდნენ. მათ მეტს ვერ მოვთხოვ.

რაც შეეხება საქართველოსთან მატჩს, ვფიქრობ, ფორმითა და შინაარსით საქართველო
იმავე სამცველიანი ტაქტიკით მოქმედებს, როგორც ყაზახეთი. მათ უკვე განსაკუთრებული ფეხბურთელი ეყოლებათ (კვარაცხელია - რედ). რთული მატჩი იქნება, თუმცა მათთვისაც. ჩემი ბიჭებისგან ინტენსივობას ველი და ძალიან კარგად თამაში გვმართებს. თავს ვერ გავიმართლებთ, ტრავმირებულები არ გვყავს, ყველა კმაყოფილია. ემოციები უნდა დავიოკოთ. ეს ფინალია. ფინალის მოსაგებად იქ უნდა ვიყოთ და ჩვენ იქ ვართ.

გპირდებით, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად 100%-ით დავიხარჯებით. მეტოქე შეკრული გუნდია, სწრაფები არიან შეტევისას და კონტრიერიშებზე. მათზე ყველაფერი ვიცით".

მკითხველის კომენტარები / 34 /
კლავიატურის ვირთხები კი არა, კლავიატურის ლომები ბიჭო!
სახალხო დამცველი
22 მარტი 2024 09:44
4
ასე მგონია კაშია გაიტანს 2 გოლს
zaratrusta
22 მარტი 2024 09:41
11
…საკუთარ კარში?!
ლაშა
22 მარტი 2024 10:14
10
კიდე კაი კრიტიკოსებმა თქვენი ანალიზი შემოგვთავაზეთ, მაგის მერე სუულ შეიცვალა ყველაფერი!! :)))))))) კლავიატურის ვირთხებს ფეხბურთს ეზოშიც არ გათამაშებდნენ :))))))))))))))
Korsava
22 მარტი 2024 09:38
13
ვირთხები - სახლიდან რომ გამოდიხარ, ეგ სიტყვები უნდა დაივიწყო, გეთაყვა )
ეს პლეერი მოაშორეთ!
22 მარტი 2024 09:46
1
ძალიან მძიმე მატჩი გველის. მაგრამ მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავალთ. ჩვენზე თუ ყველაფერი იცის ისიც ეცოდინება რომ მოვუგებთ. ეს ჩვენი შანსია და არა მათი.
roma bejanidze
22 მარტი 2024 09:35
1
კვარას გამოისობით თამაბარი თამაში იქნება, რადგან საბერძნეთი დაახლოებით შოტლანდიაზე ოდნავ სუსტი გუნდია, თუმცა უკვაროდ ბევრად სუსტი მაკრები გვყავს! ბევრი ცვლილებაა საჭირო გუნდში!
ლაშა
22 მარტი 2024 09:21
3
მასე ჩვენც ვიცით შეიძლება ყველაფერი გერმანელებზე და ფრანგებზე,მაგრამ ვუგებთ? ვნახოთ 26 ში გამოჩნდება ყველაფერი,წარმატებები ჩვენს ბიჭებს და სრულიად საქართველოს!
გურულო
22 მარტი 2024 09:08
1
უხერხული მეტოქეა, მაგრამ ამ შემთხვევაში არ მინდა ძალამ (საბერძნეთი) აღმართი მოხნას, რომელი გუნდიც გაცილებით თანაბრადდაკომპლექტებულია, ვიდრე ჩვენი!
ლაშა
22 მარტი 2024 08:05
0
ძლივს მოვუგეთ კაცნაკლულ ლუქსემბურგს და საბერძნეთმა კი დანიის მომგები ყაზახეთი გაანადგურა! არ ვიცი, ჩენი დაცვა თუ რამდენად ივარგებს მობერებული კაშიას და ფორმაში არმყოფი კაკაბაძის ფონზე?!
ლაშა
22 მარტი 2024 08:02
20
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული