ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საბერძნეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ყაზახეთი 5:0 გაანადგურა და 26 მარტს, ფინალში, თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდს შეხვდება, რომელმაც ლუქსემბურგს 2:0 მოუგო. ნამატჩევს კომენტარი ბერძნების მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა გააკეთა:
"ვცდილობდით, ჩვენი ფეხბურთელები შეხვედრის ძლიერად დაწყებაში დაგვერწმუნებინა. მახსოვს, მსგავსი დაპირისპირება ლიეტუვასთან გვქონდა, ფინალი იყო, მაგრამ ვერ გავიტანეთ. პირველი გოლი ყველაფერს წყვეტს. დღეს სწრაფი გოლი პენალტით გავიტანეთ. მეორე ტაიმში ჩვენს ფეხბურთელებს გაუჭირდათ, რადგან უკვე სამშაბათზე ფიქრობდნენ. მათ მეტს ვერ მოვთხოვ.
რაც შეეხება საქართველოსთან მატჩს, ვფიქრობ, ფორმითა და შინაარსით საქართველო
იმავე სამცველიანი ტაქტიკით მოქმედებს, როგორც ყაზახეთი. მათ უკვე განსაკუთრებული ფეხბურთელი ეყოლებათ (კვარაცხელია - რედ). რთული მატჩი იქნება, თუმცა მათთვისაც. ჩემი ბიჭებისგან ინტენსივობას ველი და ძალიან კარგად თამაში გვმართებს. თავს ვერ გავიმართლებთ, ტრავმირებულები არ გვყავს, ყველა კმაყოფილია. ემოციები უნდა დავიოკოთ. ეს ფინალია. ფინალის მოსაგებად იქ უნდა ვიყოთ და ჩვენ იქ ვართ.
გპირდებით, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად 100%-ით დავიხარჯებით. მეტოქე შეკრული გუნდია, სწრაფები არიან შეტევისას და კონტრიერიშებზე. მათზე ყველაფერი ვიცით".
ანუ ვიცოდი რომ ბერძნები დიდი ანგარიშით მოუგებდნენ,იმიტო კი არა რო სავერძნეთია მაგარი-ყაზახეთი არ თამაშობს ფეხბურთს.ეგენი რასაც თამაშობენ სხვა სპორტის სახეობაა,აგდებენ საჯარიმოში და იქ დამუღამებული აქვთ ხელოვნურზე ბურთი პიმბოკივით როგორ დახტება და ტოპკის დარტყმა აქვთ დამუღამებული.
ფეხბურთის გუნდი არ არის ეგ.
საბერძნეთი საშუალო დონეა-ჩვენი დონის გუნდია,ჩემი აზრით ჩვენ ვჯობივართ.
რაც პოიეტმა არ იცის გუშინ სანიოლმა კიტე დამალა-არ გახსნა ეგ კარტი.
დანარჩენი სუფთა ფსიქოლოგია იყო...
ამიტომ, ძალიან ბევრს გადაწყვეტს "პირველი გოლი" და კარგი/სწორი გულშემატკივრობა !
საქართველოს გაუმარჯოს !
წარმატებები საქართველოს