წყაროს ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი ალბათობით, "ქალაქელების" რიგებს ჯეკ გრილიში დატოვებს. ინგლისის ნაკრების შემტევი "სიტიში" მიღებული მცირე სათამაშო დროით უკმაყოფილოა და ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელებს უკვე აცნობა.
გამოცემა ირწმუნება, რომ "კვარას" შეძენით პირადად პეპ გვარდიოლა ინტერესდება.
"სიტიმ" საკუთარი სკაუტები იტალიაში გაგზავნა, რათა "კვარას" თამაშებს დააკვირდნენ. თითქმის გადაწყვეტილია, რომ "ნაპოლის" ვიქტორ ოსიმენი დატოვებს, ამიტომ მანჩესტერელებს ესმით, რომ ქართველის სანაცვლოდ აურელიო დე ლაურენტისს დიდი თანხა უნდა შესთავაზონ, იმდენი, რომ
შეგახსენებთ, კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება.
დე ლაურენტისი კვარაცხელიას კონკრეტული წინადადებით მიმართავს - შეთანხმდებიან მხარეები?