ნაკრების ექიმმა კვარაცხელიას და შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ექიმმა დათო ხარაბაძემ ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა.

"ხვიჩა კვარაცხელია ნორმალურად არის, დაჭიმულობა იყო უბრალოდ. ხვიჩა ყველა თამაშს უცვლელად თამაშობს სერია A-ში და ეს დიდი დატვირთვაა. უკვე სეზონის ბოლოა, ამიტომ კუნთების პრობლემამ იჩინა თავი.

რაც შეეხება ლევან შენგელიას, მან კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა მიიღო და ახლახან მომივიდა რენტგენის დასკვნა. მას აქვს მცირე მოტეხილობა, მაგრამ საგანგაშო არაფერია, რამდენიმე კვირაში ის მწყობრში იქნება", - განაცხადა დათო ხარაბაძემ "მთავარი არხის" ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ლევან! გულს ნუ გაიტეხ მოასწრებ ევროპამდე გამოჯანმრთელებას!

მადლობა იმ გულისთვის რაც თამაშში ჩადე!
შენგელიას
22:30 27-03-2024
1
ლევანი ნაკრეს ბურჯად მოევლინა ამ თამაშებზე და ევროპაზედაც დიდი როლი უნდა ითამაშოს ნაკრების წარმატებაში. ნამდვილად დასანანია თუ ამაში ტრამვა შეუშლის ხელს. დროზე გამოჯანმრთელება ლევანს.
ჟორა გაბრიჭიძე
23:41 27-03-2024
1

სიახლეები პოპულარული