საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ფიზიკურ-ემოციურად გადაღლილები არიან, მაგრამ კლუბებს დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით დაუბრუნდნენ. ისინი კიდევ უფრო უკეთეს ფორმაში უნდა შევიდნენ, რათა ევროპის ჩემპიონატისთვის იდეალურად მოემზადონ. რთულია, პრევიუში თითოეულ მათგანზე დაწერო, მაგრამ მნიშვნელოვან მატჩებზე აუცილებლად გეტყვით, შედეგებს კი დაველოდოთ. ყველაზე ადრე დაწყება გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდს" მოუწია, ქართველი კი სათადარიგო იყო. "ნაპოლის" მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გასაგებია, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ქართველი გულშემატკივრები ახლა უფრო მეტი ჩვენებურის დაპირისპირებას ელიან...

"ნაპოლი" ევროპული ზონისთვის...

იტალიის მოქმედი ჩემპიონის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა რთულად მოჩანს, ექვსეულში შესვლა უკვე ამ ტურის შემდეგ შეუძლიათ, თუკი "ატალანტას" შინ აჯობებენ - დღეს, 30 მარტს, თბილისის დროით 15:30 საათზე.

ხვიჩა კვარაცხელია (10 გოლი, 4 "ასისტი") შეხვედრას ბოლომდე მზად არ ხვდება და მწვრთნელი კალცონა მისი თამაშით არ რისკავს (განაცხადში არაა). თავის მხრივ, მოწინააღმდეგეთა რიგებში დე კეტელაარია ტრავმირებული.

ეს გუნდები ერთმანეთს 25 ნოემბერს ბერგამოში, მაცარის ნეაპოლში დაბრუნების შემდეგ შეხვდნენ და სტუმრებმა კვარაცხელიას მიერ თავით გატანილი გოლის წყალობით (2:1) მოიგეს. ხვიჩამ გასპერინის გუნდის კარი გასულ სეზონშიც (საუკეთესოდ აღიარებული გოლი) აიღო. შეხვედრას პაირეტო განსჯის.

სერია "ა"-ს 30-ე ტურში გასავარდნ ზონაში მყოფი გიორგი კვერნაძის "ფროზინონე" "ჯენოას" დღეს, 18:00 საათზე ესტუმრება. ამავე დროს საბა საზონოვის "ტორინო" "მონცას" დაუხვდება.

ესპანეთში ჩვენებურებს მიესალმებიან...

როგორც "ვალენსიამ", ასევე "ლევანტემ" გუნდში დაბრუნებულ ქართველ ლეგიონერებს ვიდეომიმართვა ჩააწერინა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ფეხბურთელების კლუბები ყველგან განსაკუთრებით გვილოცავენ...

გიორგი მამარდაშვილმა თქვა, რომ ის ახლა მთლიანად შაბათის მატჩზე გადაერთვება, როცა ჩვენი დროით 21:30 საათზე "ვალენსია" "მალიორკას" უმასპინძლებს, რომელთანაც თამაში მუდმივად უჭირს. "მამარდას" კადრები, რომლებიც საბერძნეთთან მატჩის შემდეგაა გადაღებული, მართლაც ისტორიულია. გიორგის თანაგუნდელი, ჩენგ ოჩქაჩარი ჩვენი მომავალი მეტოქის, თურქეთის ნაკრების წევრია. ესპანური მედიის ცნობით, კარიერაში პირველად, ქართველი კიპერი "ღამურებს" უკაპიტნებს.

რაც შეეხება გიორგი ქოჩორაშვილს, მის "ლევანტეს" ჯერ კიდევ აქვს შანსი, ექვსეულში მოხვდეს და "ლა ლიგაში" გადასასვლელად იბრძოლოს. ამისთვის "ვალიადოლიდის" სტუმრად დამარცხება, რომელიც მათ 4 ქულით აღემატება, უმნიშვნელოვანესი იქნება - დღეს ეს დაპირისპირება თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. ქართველი ნახევარმცველის გუნდს, რომელმაც გულშემატკივრების განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა, უახლოეს მოწინააღმდეგესთან ბოლო 7 მატჩია, არ წაუგია. გიორგი განაცხადში არაა, მწვრთნელი მას ენერგიის ბოლომდე აღდგენის საშუალებას აძლევს.

"მეცს" ძალიან უჭირს...

გიორგი მიქაუტაძის "მეცი" გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევას ვერ ახერხებს. საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში ქართველი ფორვარდი "მონაკოს" კარის აღებას საკუთარ "სენტ-სიმფორიენზე" ეცდება. შეგახსენებთ, "ჟორჟს" 5 გოლი და 3 შედეგიანი პასი აქვს. ეს შეხვედრა დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.

დაწინაურებისთვის ბრძოლა და ჩემპიონობის შანსები...

ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუე" იმ სამეულს, რომელიც ბუნდესლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის (მესამე ადგილი პლეი-ოფს თამაშობს) ახლა 6 ქულით ჩამორჩება, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ბოლომდე იბრძოლებენ. კვირას, 31 მარტს, 15:30 საათზე (ჩვენი დროით) ბუდუ და მისი თანაგუნდელები ისტორიულ კლუბს, გელზერკირხენის "შალკეს" ესტუმრებიან. გერმანიის რანგით მეორე ლიგაში მაყურებელთა საშუალო დასწრებაც შესანიშნავია და აქ არაერთი სახელოვანი გუნდიც გამოდის...

საკუთარ ჩემპიონატში პირველობის შანსი ქართველების 2 კლუბს აქვს. კვირას, 31 მარტს, 19:00 საათზე, ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" უმასპინძლებს, რომელსაც 2 ქულით ჩამორჩება და თუკი არ დამარცხდება, ავსტრიაში პირველობის შანსს მნიშვნელოვნად შეინარჩუნებს.

რაც შეეხება კვიპროსს, აქ ლაშა დვალისა და გიორგი ქვილითაიას "აპოელი" ლიდერობს და კვირას, 31 მარტს, 18 საათზე, უშუალო კონკურენტს, ლარნაკას "აეკს" ესტუმრებიან.

წარმატებები ქართველ ლეგიონერებს!..

ანნა
ისეთი გახარებულები ვიყავით ყველა ვინ რას ვაკეთებდით არ ვიცოდით.რა გასაკვირია ბუდუს ენის გამოყოფა.
დავით 67
მოპასუხეს.! და რატომ თქვა მასე ძნელი მისახვედრია? ეხლა უკრაინას ყველაზე მეტად უჭირს და რატომ გაგიკვირდა?? უკრაინა--საქართველოს მატჩი რომ იყოს რომელი შტერი ქართველი უქომაგებს უკრაინას? ისე ყველა ქვეყანაში ( თითქმის ყველა) უმეტესობა უვიცები და გაუნათლებლები არიან. ამას მოწმობს სტატისტიკა და რა გაგიკვირდა? შეიძლება რამე არ მოგეწონოს ჩემს კომენტარში( არცაა აუცილებელი,რადგან ყველას სხვადასხვა აზრი აქვს) მაგრამ ნაცი რატომ უნდა დამიძახო? რა ჭირი სჭირს ასეთი ამ ხალხს თუ ამ მთავრობის რამე არ მოგწონს ეგრევე ნაცის იარლიკს მოგაწებებენ. არადა ეგენი რომ იყვნენ ხელისუფლებაში, ქვეყნაში არ ჩამოვდიოდი, რადგან უამრავი სისასტიკე ხდებოდა. ახლა თურმე მეც ნაცი ვყოფილვარ. სწორედ ასეთი მიდგომაა სიბნელე.
დავით 67-ს
ჯერ ესეთი მე ნამდვილად არ ვეტენები შენსა და სოსოს შორის ( სოსოს ვატივს ვცემ) უბრალოდ იმიტომ დაგიწერე კომენტარი რო უვიცებს და ბნელებს რო უწოდებ უმეტესობას, აი აქ გაქვს ბოდიში მოსახდელი! რაც შეეხება გაბეყვილ გუბაზის ნათქვამს, ძალიან კარგად გავიგეთ: ჯერ უკრაინაო და მერე საქართველოო. კაცი რო სხვა ქვეყანას პირველს დაასახელებს და მერე საკუთარს, ესეთ კაცს რა უნდა ეწოდოს?
დავით 67
ნაც დავით 67-ს-ს. რომ დავწერო უხეშად დამბლოკავენ. ამიტომ ცოტა კულტურულად გეტყვი. მე და შენს შორის ნაცს არ ეღირსოს ხვალინდელი დღის გათენება. ასევე ის ვინც შენ ახსენე. ჩვენს შორის თქო ვამბობ. სხვას არ ვერჩი. მე ფაქტი ავღნიშნე რომ მისი ნათქვამი კონტექსტიდან ამოგლეჯილი რომ იყო. უკრაინა და საქართველო იმსახურებსო გასვლას ეგ თქვა. რა ძნელია იუთუბზე ჩართო ეს ინტერვიუ და მოუსმინო?????? თუმცა შენ კომენტარიდან აზრი ვერ გამოგაქვს და გუბაზის ლაპარაკიდან აზრს გამოიტან??? აქ მე სოსოს მივმართე და არა შენისთანა უსახელოს და რას ეტენები?? ვინ გთხოვა შენი აზრის გადმოფრქვევა ჩემს კომენტარზე?
გია
ასეთი მონდომებით და ჟინით თუ ვითამაშეთ გერმანიაშიც, ფორტუნა ჩვენს მხარეს იქნება!
ნაც დავით 67-ს
დავით! ძაან არადეკვატური ხარ. შენ მერყევი გუბაზი მოგწონს, რომელიც ფულზე გაყიდული არსებაა! ვისაც მისი მიტინგებზე გამოსვლა გვახსოვს, ისიც არ დაგვიწყებია, როგორ ლანძღავდა მიშას, რას აღარ უწოდებდა და ეხლა ერთ ადგილს ულოკავს მიშას, ასეთი ადამიანების მოყვარული ხარ, დავით? ყოჩაღ შენ. მერე სხვებს უვიცებს, რო უწოდებ, ვისაც ბუდუს ენის გამოყოფა არ მოსწონთ და დასამოწმებლად აინშტაინის სურათი მოგყავს მაგალითად, რახან აინშტაინია?! დავით! ალბათ შენ და შენაირ ნაცებს ენის გამოყოფა, რომელიც არა ესთეტიკურია ძალიან მოგწონთ, ხოდა რახან ეგრეა, ქართველებისგან ენის გამოყოფა თქვენის მისამართით, ღმერთმა არ მოგაკლოთ!!!!!!!!
დავით 67
სოსო-ს! Soccerstand-ი და sofascore აკეთებს ასეთ ანალიზებს. ჩატვირთე. ერთხელ მოგწერე კიდეც ხვიჩას სტატისტიკა გაინტერესებდა რომელიღაც თამაშზე თუ როგორი იყო მისი მაჩვენებელი. რაც შეეხება კორსეტებით აღშფოთებებს ისინი არამარტო გაუნათლებლები არიან, პლუს ჭიქაში ქარიშხალის მაძიებლები. ხომ ხედავ ზოგი ბუდუ ზივზივაძის ენის გამოყოფაზე აღშფოთდა, არადა აინშტაინის ცნობილი ფოტო,სადაც ენა გამოყოფილია რამდენიმე მილიონი ევრო ღირს ორიგინალი. საქმე ძაან რთულადაა საქართველოში, ბევრს რამე თვითონ თუ არ მოსწონს, ე.ი არავის არ უნდა მოსწონდეს. არადა თითის ანაბეჭდები აქვს ყველა ადამიანს სხვადასხვა და ამათ უნდათ რომ ადამიანის ტვინიც ( გონება) ყველა ერთნაირად ( მათნაირად) მუშაობდეს.
Levani
რაღა უქულოდ- უეფას ოფიციალურ საიტზე საქართველო ფავორიტია თურქეთთან. ჩემი თურქი ნაცნობებიც მოკრძალებულად და რიდით ლაპარაკობენ მომავალ თამაშზე,არა აქვთ თავიანთი გუნდის იმედი. ჩვენს ნაკრებს სწორედ ეგ აკლდა-კონცემტრაცია და ბოლომდე ბრძოლა. თავში როცა უკან გადავახვევ შოთა-ქინქის ნაკრების თამაშებს ყველას გვახსოვს რამდენი გოლი გაუშვა იმ გუნდმა უბრალო სიტუაციებში,ყველა ჩაწოდება ჩვენს საჯარიმოში სახიფათო იყო მაშინ.
ეგ, ერთი და სხვა მრავალი ქართველებო!
უდიდესი სიხარული და ბედნიერება იყო თითოეული გულანთებული გულშემატკივრისთვის, 26-ი მარტის ისტორიული დღე!!!!!!!!!!!!!!!! დარწმუნებული ვარ, ყველას გულისცემა და მაჯისცემა ნორმალურზე იმაზე მაღლა იყო, რაც ჩვეულებრივად უნდა იყოს, მაგრამ აბა თუ ბიჭი ხარ და გაგეძლო, იმ სანერვიულო ატმოსფეროსთვის, თამაშის დაწყებიდან, დამთავრებამდე რომელიც სტადიონზე იყო? მე პირადად ნაღდად ცუდად ვიყავი, მაგრამ ვიღა ჩიოდა მაგას? მთავარია ისე დამთავრდა თამაში, როგორც უნდა დამთავრებულიყო! ვენაცვალე ჩვენს გულშემატკივრებს თავდადებისთვის და მხარდაჭერისთვის, (მეც მათ შორის) ვენაცვალე ჩვენს ბიჭებს, ასევე თავდადებისთვის და იმისთვისაც, რო არ გაგვაწბილეს იქ მისულ გადარეულებს? ერთი სიტყვით დღემდე ვახვევ და ვუყურებ ვიდეოებს (მერამდენედ!) და რო იტყვიან ვტკბები და ვხარობ იმ ყველაფრით, რაც განვიცადეთ ყველამ!
ზვიადი
გადაიწვნენ ბიჭები და კარგი მწვრთნელები ჰყავთ გუნდებში
სოსო
მატჩის სრულ ანალიზზე,პრეტენზია არა მაქვს.ყველა დაწყნარდება და მერე თქვენც,საკუთარ და სპეციალისტების ანალიზებსაც დადებთ,მაგრამ ეს სტატისტიკა არ მასვენებს,ვიცი,რომ სარეკორდო შედეგები იქნება და ამის შემდეგ,ბიჭებს ვეღარავინ დააბრალებს,არ დარბიანო.სამი ოთხი წლის წინ,სეგუნდა დივიზიონის მატჩებს,რაღაცა საიტის საშუალებით ვუყურებდი ხოლმე. მატჩის დასასრულს,უკვე დებდნენ საერთო სტატისტიკას,მთელი გუნდის მიერ გარბენილ მანძილს და ორივე გუნდიდან,ხუთ-ხუთ ყველაზე მეტი გარბენის მქონე ფეხბურთელის გარბენებს და მაქსიმალურ სიჩქარეებს.თუ ტექნიკური საშუალება არსებობს,ჩვენთანაც საინტერესო იქნება და ფეხბურთელებიც მეტად ეცდებიან,ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებას.ფეისბუკზე,ერთი ლანძღვა გინებაა ატეხილი იმის გამო,რომ მაისურ გახდილ ფეხბურთელებზე ის შავი კორსეტები დაინახეს და ვინც არ იცოდა,ეს რა ლიფები აცვიათო,აღშფოთდნენ.სხვები მათ უცოდინარობაზე აღშფოთდნენ და წავიდა!თუ ამ მონაცემებს სისტემატურად ნახავენ,ისინიც გაერკვევიან და დაწყნარდებიან.რა ვიცი,მგონი არც შეუძლებელია და არც უინტერესო.
სოსოს
ასეთი სიხარულის დროს ანალიზი რომ ვინმეს აინტერესებდეს, დადებდნენ. სამაკრებო თემა ძალიან კვალიფიციურად შუქდება
სოსო
ადმინ,მთელი ქვეყანა გახარებულია,რა თქმა უნდა თქვენც, ჩვენთან ერთად,მაგრამ თამაშის ანალიზზე ,ჯერ თუ არ ჩქარობთ,იქნებ მატჩის სრული სტატისტიკა მაინც მოგეწოდებინათ.ცალკეული ფეხბურთელების და მთლიანად გუნდის.ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება.განსაკუთრებით საინტერესოა,ბიჭების მიერ გარბენილი მანძილები.ფაქტია,რომ ძალიან ბევრი ირბინეს და საინტერესო იქნება,რამდენზე ავიდნენ.ვფიქრობ ამ თამაშში,ქართველ ფეხბურთლებში ერთ თამაშში გარბენილი მანძილის რეკორდს დაამყარებდა,რომელიმე.საქართველოს ნაკრებს,არც დამატებითი დრო უთამაშია ოდესმე,მაგრამ უამისოდაც,ბიჭებმა საოცრად ბევრი იმუშავეს. გთხოვთ,იქნებ სადმე მოიძიოთ.
tngh
მთავარია ყველა ჯანმრთელად იყოს... გერმანიიდან უქულოდ არ წამოვალთ. წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
პსჟ-ს სარეკორდო დასწრება, ხვიჩას როლი გამარჯვებაში და ფიფას რეაქცია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკოსთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარას" საგოლე პასები - პსჟ-მ "ატლეტიკო" გაანადგურა
[VIDEOS] ხვიჩას ორი საგოლე პასი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ატლეტიკოს" 2:0 ამარცხებს
"ატლეტიკოსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს
"მუდმივად სირენების ხმა ისმის, მოდუნების საშუალება არ გვაქვს" - ობლაკი პსჟ-სთან მატჩის წინ
[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა
მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა
სვანაძე: მოსალოდნელმა პრობლემებმა იჩინა თავი - მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ანგისამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
ტრავმირებული ჩაკვეტაძე მარცხენა ფეხზე ფიქსატორით, ბირმინგენში კვარაცხელიას საქომაგოდ ჩავიდა
რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
[VIDEO] ასე გააცილეს მამარდა "მესტალიადან"
ქოჩორაშვილის "ლევანტემ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა, მაგრამ ჯერ მაინც ლიდერია
კელეჰერი წავიდა, მაგრამ პრემიერ ლიგაში დარჩა - "ლივერპულის" კარს შემდეგ სეზონში მამარდაშვილი და ალისონი დაიცავენ
კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე
ალისონი "ლივერპულში" რჩება და კონტრაქტის გახანგლძრივების იმედი აქვს
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
ქოჩორა და რონალდო ერთად? - ამის ალბათობა მაღალია
ჩაკვეტაძეს კლევერლი აღარ გაწვრთნის - "უოტფორდმა" ინგლისელი სპეციალისტი გაათავისუფლა
Geo Team: ზივზივაძეს ორი კვირა მოუწევს უქმობა
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდი" "ვესტ ბრომვიჩთან" დამარცხდა
[VIDEO] გიორგი ქოჩორაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს "ლევანტეს" ლა ლიგაში დაბრუნება საკუთარი ქვეყნის დროშით აღნიშნა
რას ვნახავთ აღდგომის დღეებში? ქართული დუელი საფრანგეთში და ბუდუს "ბაიერნთან" დაბრუნება
კოკე: პსჟ გამარჯვებას არ იმსახურებდა!
"სპორტინგის" სპორტულ დირექტორს ეს ვუთხარი" - ქოჩორაშვილის ლისაბონურ გუნდში ტრანსფერის ამბები
მამარდაშვილმა ბექაურს აჯობა - პრიზი ვალენსიაში
2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო
"კვარაცხელიამ "ინტერთან" ფინალამდე 2 დღით ადრე ტრავმა მიიღო, მოედანი თავის ფეხით ვერ დატოვა და შემდეგ ეს გააკეთა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ქართველზე უცნობი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] კლოპის თვალწინ შოუ დადგა - კიტეიშვილის მაგარი გოლი და დუბლი "ზალცბურგთან"
ქოჩორაშვილის "ლევანტემ" "რასინგს" მოუგო და ლიდერია
მოიგებს ლიგას კვარაცხელია? ქართველებს გავარდნა ემუქრებათ - მაისის ამბები
"ჰაიდენჰაიმი" "აინტრახტთან" განადგურდა და "ბაიერნთან" შეხვედრა ელის
[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ - ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება
საბოლოო უარი - ოსიმენი კვლავ ამჟამინდელ კლუბში რჩება?
"უოტფორდმა" ისევ წააგო და მე-12 ადგილზე დაქვეითდა
"ჩაკვეტაძის გაყიდვა არ განიხილება, მაგრამ..." - პოცოებმა "უდინეზე" გაასხვისეს და მთლიანად "უოტფორდზე" გადაერთვნენ
კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს
უფრო მეტი ფეხბურთელი სჭირდება - ქოჩორაშვილის ახალი მწვრთნელი "სპორტინგის" ხელმძღვანელობას შეუთანხმდა
შეთანხმება მიღწეულია - დე ბრუინი ხვალ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
ზედიზედ მეორედ - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
"ჩემპიონატის ორი საუკეთესო მოთამაშიდან ერთ-ერთი კიტეიშვილია" - ცნობილი ავსტრიელი ფეხბურთელი ქართველ ნახევარმცველზე
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
კიტეიშვილის "შტურმი" "ვოლფსბერგერს" ფრედ ეთამაშა და ლიდერობა დაკარგა