"მილანს" მამარდაშვილის დამატება სურს - რა შემთხვევაში შედგება ტრანსფერი?

AutoSharing Option
"მილანს" გიორგი მამარდაშვილის დამატება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ტრანსფერი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ "როსონერის" ფრანგი მეკარე მაიკ მენიო დატოვებს.

"მაიკ მენიოს "მილანთან" კონტრაქტი 2026 წელს ეწურება. "როსონერის" არ სურს, რომ მოვლენები დონარუმას სცენარით წარიმართოს და ფრანგი უფასოდ დაკარგოს. ამიტომ მენიოს ახალი ხელშეკრულება შესთავაზა, თუმცა 28 წლის ფეხბურთელს სულ სხვა მოთხოვნები აქვს. ამიტომ "მილანი" სხვადასხვა სცენარისთვის ემზადება.

"მონცას" მეკარე მიკელე დი გრეგორიოს გარდა, "როსონერისთვის" მამარდაშვილი მენიოს შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. "მილანი" მენიოს დაახლოებით 80 მილიონ ევროდ შეელევა,
ქართველი კარის დარაჯის დამატებას კი 40 მილიონ ევროდ შეძლებს.

ტრანსფერის შანსს ზრდის ის გარემოებაც, რომ იუნუს მუსას ტრანსფერის შემდეგ "შავ-წითლებსა" და "ვალენსიას" ხელმძღვანელებს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, თუმცა ჯერჯერობით "როსონერისთვის" პრიორიტეტული მენიოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილს "ღამურებთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

altდღის გმირი - გიორგი მამარდაშვილის შეხვედრა დედასთან საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

alt"სად არის ისა?" - თოფურიასა და მამარდაშვილის ვიდეო ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

altმამარდაშვილი: ძალა დაგვაკლდა - ბურთი უნდა ვაკონტროლოთ

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნაპოლის ვუგულშემატკივროთ თუ მილანს?
გია პაპა
01:12 30-03-2024
0
აუუ, ეს თუ მართლა მოხდააა...
ძალიან მაგარი ამბავია, ძალიან
ბათუმელი ექსპერტი
20:30 29-03-2024
3

სიახლეები პოპულარული