კვარაცხელიას გარეშე - უსახური "ნაპოლი" "სახლში "ატალანტასთან" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 30-ე ტურში "ნაპოლი", რომელსაც ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, საკუთარ მოედანზე "ატალანტასთან" 0:3 დამარცხდა.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა აგრესიულად ვერ უტევდნენ, სტუმრებმა კი ორი მომენტი გამოიყენეს და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ „ნაპოლიმ“ სიტუაციის შეცვლა სცადა, მაგრამ კიდევ ერთი გოლი გაუშვა და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში მარცხი განიცადა.

"ნაპოლი" ჯერჯერობით 45 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 7 აპრილს გასვლაზე "მონცას" დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"
ნაპოლი - ატალანტა 0:3
გოლები: 0:1 მირანჩუკი (26), 0:2 სკამაკა (45), 0:3 კოპმეინერსი (88)

მკითხველის კომენტარები / 28 /
ხვიჩას გუნდში ყოფნის შემთხვევაში, თუნდაც არაფერი ღირებული არ გააკეთოს, მაინც 12 კაცით თამაშობს გუნდი.
100%
18:08 30-03-2024
6
ხვიჩას გარეშე ხართ ვორონეჟის ფაკელი :)))))))))))
Mazzola
18:15 30-03-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული