კალცონა: რატომ დავაყენე რასპადორი კვარაცხელიას ნაცვლად? - რაიმეს გაკეთება შეუძლებელია

AutoSharing Option
სერია A-ს 30-ე ტურში "ნაპოლი ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე საკუთარ მოედანზე "ატალანტასთან" 0:3 დამარცხდა. ნამატჩევს DAZN-თან კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გააკეთა:

„მეტოქემ კარგად ითამაშა, ჩვენ კი ბევრი ნაკლი გვქონდა, განსაკუთრებით როდესაც ბურთის გარეშე ვიყავით. დაცვა ცუდად გაისარჯა. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შესაძლებლობა მინიმუმამდე შეგვიმცირდა, თუმცა წინ უნდა ვიყუროთ და სეზონის ღირსეულად დასრულებას შევეცადოთ.

ბევრი რამ გამოსასწორებელია, პრობლემა მხოლოდ დაცვას არ შეეხება. ორგანიზებულობა გვაკლია. "ინტერთან" უკეთესად ვიასპარეზეთ, თუმცა დღეს ოთხი მომენტი შევქმენით. ფიზიკურად ასეთ ძლიერ გუნდებთან სრული მობილიზაციის გარეშე წარმატების მიღწევა
რთულია. რატომაა ამხელა სხვაობა გასულ წელთან შედარებით? სამი მწვრთნელი გამოიცვალა, მათ მშვიდ ვითარებაში მუშაობის საშუალება არ მიეცათ და ცოტა რამის შეცვლა შეძლეს. განსხვავება უზარმაზარია და რაიმეს გაკეთება შეუძლებელია.

რატომ დავაყენე რასპადორი კვარაცხელიას ნაცვლად მარცხენა ფლანგზე? ის კარგად ვარჯიშობს. გასაგებია, უფრო ცენტრში ურჩევნია თამაში, მაგრამ გადაწყვეტილება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მივიღე“.

მკითხველის კომენტარები / 18 /
დღეს ნათლად გამოჩნდა რამდენს ნიშნავს ხვიჩა ნაპოლისთვის.სრულიად უსახური თამაში ჩაატარეს კვარას გარეშე.იმედია ეხლა მინც მიხვდება აურელიო მის მნიშვნელობას.
მირო
20:21 30-03-2024
8
აბა, ვინ უნდა დაეყენებინა, - მბაპე, ვინისიუსი თუ ლეაო?!... როგორც რუბიკა ხაჩიკიანი იტყოდა - ისეთ შეკითხვებს უსვამენ, რომ პასუხის გაცემაც უხერხულია...
დდდ
20:28 30-03-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული