მიქაუტაძის "მეცი" უხვგოლიან მატჩში "მონაკოსთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ლიგა 1-ის 27-ე ტურში „მეცი“ საკუთარ მოედანზე „მონაკოსთან“ 2:5 დამარცხდა.

სტუმრებმა პირველ 16 წუთში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და ფაქტიურად მატჩის ბედი გადაწყვიტეს. მეორე ტაიმში „მეცმა“ კურიოზული გოლი გაუშვა, როდესაც მეკარე ალეკსანდრ ოკიჯამ პარტნიორს ქუსლით პასი გაუკეთა, რომელიც ფოლარინ ბალოგუნმა ჩაჭრა და გაიტანა. მალე მასპინძლებმა ორჯერ დალაშქრეს მეტოქის კარი, თუმცა ბალოგუნმა ბოლოს დუბლი შეასრულა და „მონაკომ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოპოვა.

მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ 82-ე წუთამდე ითამაშა, პირველ ტაიმში ორი მომენტი ჰქონდა, ჯერ მარცხენა ფლანგზე ორ მეურვეს გასცდა, მაგრამ მისი
დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა, შემდეგ კი გატანა მეკარემ არ დაანება.

მიქაუტაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 6.4, Whoscored 6.3, Sofascore 6.3

„მეცი“ 23 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 7 აპრილს გასვლაზე „ბრესტს“ დაუპირისპირდება.

მეცი. „სენ სიმფორიენი“
მეცი - მონაკო 2:5
გოლები: 0:1 მინამინო (4), 0:2 აკლიუში (10), 0:3 ვანდერსონი (16), 0:4 ბალოგუნი (76), 1:4 დიალო (78), 2:4 სანე (84), 2:5 ბალოგუნი (87)

altმიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "მეცი" "რეიმსთან" დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
გუნდს დაცვა არ ჰყავს.მგონი საშველი არ აქვთ.
სოსო
05:17 31-03-2024
0

სიახლეები პოპულარული