დავითაშვილის ულამაზესი გოლი და საგოლე გადაცემა - ის საუკეთესო იყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 2-ის 30-ე ტურში „ბორდოსა“ და „პარიზის“ დაძაბული მატჩი 3:3 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულმა მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა (ეს მიმდინარე ჩემპიონატზე მისი მეოთხე გოლია) და საგოლე გადაცემა გააკეთა.

ამ შეხვედრამდე ჟირონდული გუნდის მწვრთნელმა ალბერტ რიერამ განაცხადა, რომ ზურიკოს გაცილებით მეტი შეუძლია, მისგან უფრო მაღალ შედეგიანობას ელის და ქართველმა იმედები არ გაუცრუა.

ზურიკომ ანალიტიკური საიტებისგან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: flashscore 8.2. Sofascore 8.1.

ჟირონდული გუნდი 38 ქულით მე-12 ადგილზეა და 6 აპრილს სტუმრად „კანს“ დაუპირისპირდება.

ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“

ბორდო - პარიზი 3:3
გოლები: 0:1 დიკო (34), 0:2 გოდენი (38), 1:2 დავითაშვილი (42), 2:2 ბარბე (48), 2:3 კებალი (52, პენ), 3:3 დიასი (90)

altზურიკო დავითაშვილის ბავშვი გაქრისტიანდა - დათის ერთ-ერთი ნათლია ხვიჩა კვარაცხელიაა [PHOTOS]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩეხეთმა და პორტუგალიამ რა დააშავა, მათ კარებშიდაც ლამაზი იქნება ზურიკოს ასეთი გოლები!!!
ლეო
19:24 31-03-2024
0
რა იცეთ უაზრო ვიდეობის დადება თუ დებთ სრულად დადეთ, ან საგოლე პასი სადაა?
გოგა
13:46 31-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული