"ქართველი მარგალიტის დაკარგვა დამღუპველია - ტიფოზერია შეშფოთებულია" - იტალიური მედია

AutoSharing Option
Tuttomercatoweb-ი წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიათი ნახევარი ევროპაა დაინტერესებული; კონტრაქტის განახლებამდე აგენტებს სურთ ინგლისის პრემიერლიგის კლუბების მისდამი დაინტერესების დონე გაიგონ; დე ლაურენტისი რისკავს, რამეთუ შეთავაზებული სეზონური 3 მილიონი ევრო შემდგომი 4 წლის განმავლობაში შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს, ამიტომ ხელფასის უფრო მეტად გაზრდა მოუწევთ და ეს საკითხი პრიორიტეტულია.

ამ თემას spazionapoli გამოეხმაურა.

პრემიერლიგის წყალქვეშა დინებები და აგენტების მოძრაობები "ნაპოლის" აფრთხობს

"ხვიჩა კვარაცხელიათი პრემიერლიგის კლუბები არიან დაინტერესებული, აგენტების მოძრაობები კი გუნდის გულშემატკივრებს აფრთხობს. კლუბი რისკავს, რადგან კვარაცხელიამ შეიძლება ნეაპოლურ გუნდში თამაში არ გააგრძელოს,
ვინაიდან ახალი წყალქვეშა დინებები წარმოიშვა და არაა გამორიცხული, აგენტებს საფეხბურთო მარგალიტის მომავალთან დაკავშირებით სხვა იდეები გაუჩნდეთ.

დე ლაურენტისს ხვიჩას შესანარჩუნებლად, სავარაუდოდ, გასამრჯელოს მომატება მოუწევს, რამეთუ კლუბის ხელმძღვანელობისათვის, შესაძლოა, ეს რეალური პრობლემა გახდეს. ფეხბურთელის აგენტები ხომ პრემიერლიგის წარმომადგენლების მრავალრიცხოვან შეთავაზებებს განიხილავენ და მაცდუნებელი წინადადების შემთხვევაში, "კვარამ" შეიძლება კარიერა სხვაგან გააგრძელოს.

"ნაპოლის" შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს და შექმნილი სიტუაციის უგულებელყოფა დაუშვებელია. ის უდავოდ შეუფასებელია და ოსიმენის წასვლის შემდეგ ლიდერი უნდა გახდეს. ამიტომ ზელინსკისთან მიმართებით დაშვებული შეცდომის გამეორება დამღუპველი იქნება. კვარაცხელია ნეაპოლის აწმყო და მომავალია და ამიტომაა ვითარებით შეშფოთებული მთელი ტიფოზერია".

მკითხველის კომენტარები / 11 /
კვარა უნდა გაიქცეს ნაპოლიდან და პირველ რიგში ლავრენტას უნდა გაექცეს.
გივი
19:55 04-04-2024
0
მარგალიტი არა ფირუზიიიიიიიი......მორჩით ბაქი-ბუქს...
kasho
14:56 04-04-2024
38

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული