"ქართველი მარგალიტის დაკარგვა დამღუპველია - ტიფოზერია შეშფოთებულია" - იტალიური მედია

AutoSharing Option
Tuttomercatoweb-ი წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიათი ნახევარი ევროპაა დაინტერესებული; კონტრაქტის განახლებამდე აგენტებს სურთ ინგლისის პრემიერლიგის კლუბების მისდამი დაინტერესების დონე გაიგონ; დე ლაურენტისი რისკავს, რამეთუ შეთავაზებული სეზონური 3 მილიონი ევრო შემდგომი 4 წლის განმავლობაში შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს, ამიტომ ხელფასის უფრო მეტად გაზრდა მოუწევთ და ეს საკითხი პრიორიტეტულია.

ამ თემას spazionapoli გამოეხმაურა.

პრემიერლიგის წყალქვეშა დინებები და აგენტების მოძრაობები "ნაპოლის" აფრთხობს

"ხვიჩა კვარაცხელიათი პრემიერლიგის კლუბები არიან დაინტერესებული, აგენტების მოძრაობები კი გუნდის გულშემატკივრებს აფრთხობს. კლუბი რისკავს, რადგან კვარაცხელიამ შეიძლება ნეაპოლურ გუნდში თამაში არ გააგრძელოს,
ვინაიდან ახალი წყალქვეშა დინებები წარმოიშვა და არაა გამორიცხული, აგენტებს საფეხბურთო მარგალიტის მომავალთან დაკავშირებით სხვა იდეები გაუჩნდეთ.

დე ლაურენტისს ხვიჩას შესანარჩუნებლად, სავარაუდოდ, გასამრჯელოს მომატება მოუწევს, რამეთუ კლუბის ხელმძღვანელობისათვის, შესაძლოა, ეს რეალური პრობლემა გახდეს. ფეხბურთელის აგენტები ხომ პრემიერლიგის წარმომადგენლების მრავალრიცხოვან შეთავაზებებს განიხილავენ და მაცდუნებელი წინადადების შემთხვევაში, "კვარამ" შეიძლება კარიერა სხვაგან გააგრძელოს.

"ნაპოლის" შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს და შექმნილი სიტუაციის უგულებელყოფა დაუშვებელია. ის უდავოდ შეუფასებელია და ოსიმენის წასვლის შემდეგ ლიდერი უნდა გახდეს. ამიტომ ზელინსკისთან მიმართებით დაშვებული შეცდომის გამეორება დამღუპველი იქნება. კვარაცხელია ნეაპოლის აწმყო და მომავალია და ამიტომაა ვითარებით შეშფოთებული მთელი ტიფოზერია".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ხვიჩა შეუფასებელი კი არა,დაუფასებელია და სწორედ ამიტომ უნდა დატოვოს ნაპოლი,ყოველ მიზეზ გარეშე.3 მილიონი ებევრებათ!ტიფოზებსაც,მხოლოდ მიღება აინტერესებთ და სულ არ ენაღვლებათ,როგორი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებაა,ხვიჩას მიმართ.ხვიჩას მანდ აღარაფერი დარჩენია.ვხედავთ,რომ ვინც ნაპოლიდან წავიდა,ყველაზე აგდებულად და ცინიკურად ლაპარაკობს,დე ლაურენტისი.კლუბის ლიდერებსაც აგდებულად ეკიდება და ის უნდა დაისაჯოს.ყველა უნდა გაერთიანდეს და რქები ისე დაამტვრიონ,რომ აღარასოდეს დაავიწყდეს.ფინანსურადაც და მორალურადაც.თვითონაც კი ვერ იტყვის,რომ არ იმსახურებს.
სოსო
23:43 03-04-2024
7
შეშფოშების არაფერი არ ეტყობათ. ნეაპოლელების გამოკითხვა ვნახე ინსტაგრამზე, ვინაა მარადონას შემდეგ ნაპოლის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი. უმრავლესობამ კავანი აირჩია. ოკ, გასაგებია, მაგრამ არც ერთს არ დაუსახელებია კვარა! ლავეცი, ლობოტკა და ასეთები დაასახელეს, მაგრამ კვარა -არა. არ იმსახურებს "ტიფოზერია" კვარას საოცრებების ყურებას!
ქუთაისელი
14:28 04-04-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული