კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ივარჯიშა, MVP-ის კანდიდატია და გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებენ

AutoSharing Option
„ნაპოლის“ გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ს გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა ნომინირებული, დღეს ჯერ ინდივიდუალურად ივარჯიშა, შემდეგ კი გუნდთან ერთად.

„კორიერე დელო სპორტის“ ცნობით, მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა კვარაცხელიას 7 აპრილს „მონცასთან“ მატჩში სასტარტოში დააყენებს.

Calciomercato-ს მტკიცებით, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩას კონტრაქტის 2029 წლის ზაფხულამდე გაგრძელებას და სეზონური გასამრჯელოს 4-4.5 მილიონ ევრომდე მომატებას შესთავაზებს. აგრეთვე, მხარეები ბონუსების საკითხსაც განიხილავენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ სრული სიმშვიდეა საჭირო, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წაიწიონ წინ, პირველ რიგში „მონცაა“ დასამარცხებელი და შემდეგ ვნახავთ, რა და
როგორ მოხდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბევრს ისიც არ ჯეროდა რომ ევროპაზე გავიდოდით, თუმცა ასე არ მოხდა, არ ვართ ხელწამოსაკრავი გუნდი და ამას დავამტკიცებთ ზაფხულში
ვანო
23:24 04-04-2024
0
შენ ადრე გითხრეს მგონი, ნუ ითარსებიო.
გია პაპა
20:38 04-04-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული