"კვარა" ძალიან უკმაყოფილოა" - ფედელეს გაფრთხილება "ნაპოლის"

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Calcio Napoli-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

ფედელეს თქმით, კვარაცხელია უკმაყოფილოა, "პარტენოპეის" გასახდელში კი სიტუაცია დაძაბულია.

"როგორ არის კვარაცხელია ფსიქოლოგიურად? - რა თქმა უნდა, ძალიან უკმაყოფილოა. ვეთანხმები იმ გადაწყვეტილებას, რომ დე ლაურენტისს ზელინსკისთვის კონტრაქტი არ უნდა გაეგრძელებინა, რადგან პოლონელი ძალიან ბევრს ითხოვს, თუმცა თანამშრომლობას არც პოლიტანოსთან გავაგრძელებდი, რადგან საქმე ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს.

ოსიმენი თანაგუნდელებზე 10-ჯერ მეტ ხელფასს იღებს, ცხადია, ეს "ნაპოლის" ფეხბურთელების ხასიათზე უდიდეს გავლენას ახდენს", - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება, ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეები სეზონის დასრულების შემდეგ აურელიო დე ლაურენტისი ქართველს ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს.

altკვარაცხელიამ გუნდთან ერთად ივარჯიშა, MVP-ის კანდიდატია და გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებენ

altკვარაცხელიას დაბრუნება ჭიანურდება - ქართველი ვარსკვლავი სერია A-ს მომდევნო ტურშიც ვერ ითამაშებს?

altკვარაცხელია რონალდოს წინააღმდეგ - ოცნება, რომელიც ხდება და ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატჩი...

მკითხველის კომენტარები / 12 /
ხომ იციან,ამ შხამიანმა მორიელებმა,რომ მთელი საიტი,დედას აგინებთ,მაგრამ თავის ზნეს ვერ მალავენ და მაინც ინესტრებიან.გასკდით ბოღმით და როგორც თქვენი ჯიში მოითხოვს,საკუთარი თავი დაიგესლეთ.ხვიჩა მაინც მიაღწევს თავისას,თქვენ კი,როგორც ყველა ბოროტება,საკუთარ თავს გაინადგურებთ.გზაც მაგეთკენ გქონიათ!
სოსო
20:10 05-04-2024
6
ვერ ხვდებით, კვარას პოპულარობა და პლუს ამას მისი პოზიცია არ აწყობთ, ეცდებიან მის გაშავებას,თუ არ შეიცვლის თავის პოზიციას ევროპის მიმართ. ამ კომენტარების ავტორები გადაგვარებული და გადაჯიშებული ქრთველები არიან - რომლებიც ფულის სანაცვლოდ ყველაფერს იკადრებენ.
სტუდენტი
20:09 05-04-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული