"კვარა" "მონცასა" და ბონდოს წინააღმდეგ - როგორი იქნება "ნაპოლის" შემადგენლობა

AutoSharing Option
დღეს, სერია A-ს 31-ე ტურში "ნაპოლი", რომელსაც ტრავმის მორჩენის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია დაუბრუნდება, გასვლაზე "მონცას" დაუპირისპირდება.

ყველა იტალიური გამოცემა წერს, რომ კვარაცხელიას მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა ძირითად შემადგენლობაში დააყენებს. მხოლოდ Tuttonapoli ვარაუდობს, რომ ხვიჩა შეიძლება სასტარტოში არ იყოს.

Areanapoli: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, ტრაორე (ზილენსკი), ნგონჟი (პოლიტანო), კვარაცხელია, ოსიმენი.

calcionapoli24: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, ზილენსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი.

Tuttonapoli: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ტრაორე, პოლიტანო, რასპადორი, ოსიმენი.

პირველ
წრეში "ნაპოლი" "მონცასთან" უგოლო ფრეს დასჯერდა. იმ მატჩში ხვიჩას უორენ ბონდო ეუხეშა და შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი. დიდი ალბათობით ბონდო კვლავ სასტარტოში იქნება.

"მონცა" "ნაპოლის" 3 ქულით ჩამორჩება და კარგად თამაშობს საკუთარ მოედანზე, სადაც ბოლო ხუთი შეხვედრიდან სამი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი წააგო - "რომასთან" 1:4.

alt"ბარსელონას" ხვიჩას შეძენა გაუჭირდება, თუმცა ამ გრანდში ტრანსფერი რეალურია - რა ინფორმაცია ვრცელდება ქართველის მომავალ კლუბზე?

alt"ნაპოლის" მთავარი სატრანსფერო სამიზნე იტალიის ნაკრების გარემარბი იქნება

altაურელიო დე ლაურენტისმა "ნაპოლის" ფეხბურთელებს სიტყვით მიმართა

alt[PREVIEW] "ნაპოლის" ევროტურნირებზე გასვლა უჭირს, ხვიჩას" კი "ბარსას" სერიოზულად უკავშირებენ - კაკაბაძის სუპერგოლით დავიწყეთ...

მკითხველის კომენტარები / 4 /
26-ი მარტის საქართველოსთვის იყო უბედნიერესი დღე, განსაკუთრებით ფეხბურთის გულსემატკივრებისთვის! ერი, ბერი, ერთ მუშტად შეკრული, კარგა ხანი არ გვინახია , ამდენი დაპირისპირებების მერე! მე პირადად დღემდე კიდევ იმ ემოციებში ვარ და დარწმუნებული ვარ, არა მარტო მე. მაგრამ რად გინდა? ნაც სექტა შეგვარგებს რამეს? მაგათ ხო არ უყვართ, როცა ქართველი ერი ხარობს? დაიწყებენ ეხლა ისევ ქვეყნის არევ-დარევას და მოლოტოვის ქოკტეილების სროლას, ამ საქმეში ვინმე აჯობებს მაგათ? არ მესმის იმ ადამიანების ვინც მაგათ აქციაზე მივა და მხარს დაუჭერს, მაგ ეშმაკის მოციქულებს! უბრალოდ ღმერთის უნდა გეშინოდეთ!
ქართველებო,გილოცავთ ხარებას!!!!!!!!! ზურა.
14:12 07-04-2024
3
ბონდო უნდა მოი**ნას!
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული