3:4. მიქაუტაძის დუბლმა "მეცი" "ბრესტთან" მარცხისგან ვერ იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის 28-ე ტურში „მეცი“ გასვლაზე მეორეადგილოსან „ბრესტთან“ 3:4 დამარცხდა, გიორგი მიქაუტაძემ კი დუბლი შეასრულა.

სტუმრები დებიუტში 37 წლის მცველმა ტრაორემ დააწინაურა, თუმცა მასპინძლთა კაპიტანმა შარდონემ მალევე გაათანაბრა ანგარიში. შემდეგ „მეცის“ თავდამსხმელი მიქაუტაძე შარდონეს გაექცა, კარიდან გამოსული მეკარეც მოატყუა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან მცველმა გამოიტანა. „ბრესტმა“ შეტევებით უპასუხა, ოკიჯას კარი დუმბიამ და მუნიემ დალაშქრეს და პირველი ტაიმი ბოლონის გუნდმა, რომლის დაცვაში თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა, 1:3 წააგო.

შესვენების შემდეგ სტუმრებმა ანგარიში გაზარდეს, ხოლო მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა.
დარჩენილ დროში "მეცმა" გოლი ვეღარ გაიტანა და მარცხი განიცადა.

ქართველმა მიმდინარე ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Whoscored 8.6, Sofascore 8.1, Flashscore 7.6.

„მეცი“ 23 ქულით ბოლოსწინა, მე-17 პოზიციაზეა და 12 აპრილს „ლანსს“ უმასპინძლებს.

ბრესტი. „სტად ფრანსის ლე ბლე“
ბრესტი - მეცი 4:3
გოლები: 0:1 ტრაორე (6), 1:1 შარდონე (12), 2:1 დუმბია (31), 3:1 მუნიე (38), 4:1 სატრიანო (60), 4:2 მიქაუტაძე (74), 4:3 მიქაუტაძე (80)

altმიქაუტაძის "მეცი" უხვგოლიან მატჩში "მონაკოსთან" დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 5 /
ამსტერდამელ ყველებს გაუზიარეთ გიოს გოლები
შაკო
22:50 07-04-2024
1
Ajax 0.6 vis gagiswordat?
Ioseb
19:11 07-04-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული