როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "მონცასთან" მატჩში?

AutoSharing Option
სერია A-ს 31-ე ტურში "ნაპოლი" "მონცას" ესტუმრა და მეტოქე 4:2 დაამარცხა.

სტუმართა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 61-ე წუთზე კი საგოლე პასი შეასრულა და ზელინსკის გაატანინა. "კვარამ" მოედანზე 68 წუთი გაატარა, შემდეგ კი შეცვალეს.

ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 7.1 ქულა, Sofascore 7.3 ქულა, Whoscored 7.6 ქულა.

შეგახსენებთ, ფრანჩესკო კალცონას გუნდი ჩემპიონატში მორიგი ტურის მატჩს 14 აპრილს, "ფროზინონეს" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ნაპოლიმ" საოცარი გოლებით "მონცას" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
შენ ხო გაახარე, და სხვისგან რა გინდა. თუ რამე მეტი ჰქენი?
გია
17:30 08-04-2024
2
გაატანინა არააა!!! საინტერესოა ვის სჭირდება ან ხვიჩამს რას მატებს ასეთი შეფასება, რომელიც შეიძლება მხოლოდ ღიმილი მომგვრელი იყოს, მეტნაკლებათ ობიექტური გულშემატკივრისათვის,ფეხბურთის სპეციალისტებს არც ვგულისხმობ. ზელინსკის ყარაულის თოფივით გასროლილ დარტყმაზე საჯარიმოს გარედა რომ გაატანინას[სხვა სიტყვების წყობა უფრო ობიექტური იქნებოდა ვიდრე გაატანინა] იტყვი...არ ვიცი...ან კიდევ გუშინდელი თამაშის შეფასებისას- გამოცემა კვარას რომ მეტს დაუწერს ვიდრე პოლიტანოს და ოსიმენას, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ....კვარამ იმ გადატანილი ემოციური მუხტისა და ტრამვის გათვალისწინებით კარგად ითამაშა, მაგრამ საუკვეთესო რომ არ ყოფილა გუნდში ესეც ფაქტია უდავო.... პრინციპში ამით არც არაფერი შავდება, ვინესთვის თუ გუშინდელი კვარას თამაში 7,6-შეფასებას იმსახურებს....რა პრობლემაა...მიდით გაახარეთ თქვენი ჭია...
kasho
10:19 08-04-2024
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული