Il Mattino: "ნაპოლიმ" "ბარსას" კვარაცხელიას თაობაზე პასუხი შეუთვალა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ესპანურმა გამოცემა AS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას გეგმავდა.

Il Mattino-ს ცნობით, "პარტენოპეის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "ბლაუგრანას" წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ხვიჩა ხელშეუხებელია და ქართველის შენარჩუნებას მინიმუმ ერთი სეზონის განმავლობაში გეგმავენ.

გამოცემის მტკიცებით, "ბარსას" ლობოტკას ყიდვაც სურდა, თუმცა "ნაპოლის" პრეზიდენტმა სლოვაკის გაყიდვაც გამორიცხა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "პარტენოპეისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება, თუმცა წამყვანი იტალიური გამოცემების ცნობით, ქართველი სეზონის დასრულების შემდეგ "ნაპოლისთან" ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

altროგორი შეფასება

მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "მონცასთან" მატჩში?

altკვარაცხელიას საგოლე პასი და ზელინსკის ულამაზესი გოლი "მონცასთან" [VIDEO]

altხვიჩას მომავალზე შეთანხმება შემდგარია - Corriere dello Sport კვარაცხელიას გადაწყვეტილებაზე წერს

მკითხველის კომენტარები / 11 /
აჰა ბარსა დამთავრდა ეხლა ვისი ჯერია,როგორ არ დაიღალეთ ამ ტყუილების მოსმენით ან მართლა რომ გადავიდეს ვინ უნდა ამოაგდოს სასტავიდან მითხრას ვინმემ, სკამის სახელად თუ გემეტებათ კი ბატონო, ცოტა რეალობას გაუსწირეთ თვალი, მინიმუმ ერთი წელი უნდა დარჩეს სადაც არის,მერე ვნახოთ...
დელიკა
21:33 08-04-2024
25
რით ვერ შეწყდა ამ ფულზე ლაპარაკი და სხვის ჯიბეში ფულის თვლა? ეხლა ადვილია ამ საკითხზე ლაპარაკი!!! ვერავინ ვერ წაროიდგენდა ამხელა ნახტომს,ამხელა პროგრესს იმ დროს როცა ეს ხელშეკრულება დაიდო (ალბათ ვერც თვითონ). დაგავიწყდათ რუბინში ჯაჭვით რომ იყო დაბმული? რომ არა ეს ავადსახსენებელი ომი, შეიძლება ეხლაც იქ ყოფილიყო!!! სწორედ ნაპოლი გახდა ის ტრამპლინი რომ დღეს მსოფლიომ აღიარა თორემ მანამდე მარტო ჩვენ ვიცოდით მისი შესაძლებლობების შესახებ ( რუსებისთვის ათეულშიც არ იყო), გარკვეულწილად ლავრენტამაც გარისკა თორემ რატო სხვა კლუბებმა არ იყიდეს? ეს ეხლა ღირ ასი და უფრო მეტი მილიონი, მაშინ კი 20 ც არ გადაიხადეს. ყველა ბიზნესმენი ცდილობს მეტი ამოიღოს ნაკლები დანახარჯებით, ისევე როგორც ყველა მოთამაშე ცდილობს მიიღოს მაქსიმალური ანაზღაურება. დარწმუნებული ვარ ეხლა უკვე თავისთვის კარგ კონტრაქტს გაიფორმებს!!!!!
rigiti
20:24 08-04-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული