დუბლი ზედიზედ მეორე მატჩში - მიქაუტაძემ "მეცს" ნანატრი გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის 29-ე ტურში „მეცმა“ საკუთარ მოედანზე მეექვსე ადგილზე მყოფი „ლანსი“ 2:1 დაამარცხა.

სტუმრები პენალტით დაწინაურდნენ. 34-ე წუთზე მიქაუტაძემ ორი მცველი ჩამოიცილა და ცაციათი მეკარე ბრის სამბას ცხრიანში გაუტანა. კომპენსირებულ დროში კი გიორგი მეკარესთან პირისპირ გავიდა, ბურთი თავზე გადაუგდო და დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმში ანგარიში არ შეიცვალა, „მეცმა“ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია (3 წაგება და 1 ფრე) შეწყვიტა და გაიმარჯვა.

გიორგიმ ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა დუბლი, ხოლო მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 15 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ქართველის
თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 8.5, Whoscored 8.4, Flashscore 8.0.

„მეცი“ 26 ქულით მე-17 ადგილზეა და 21 აპრილს გასვლაზე „ჰავრს“ დაუპირისპირდება.

მეცი. „სენ სიმფორიენი“
მეცი - ლანსი 2:1
გოლები: 0:1 სოტოკა (13, პენ), 1:1 მიქაუტაძე (34), 2:1 მიქაუტაძე (45+3)

მკითხველის კომენტარები / 19 /
მიდი ჟორჟ დატროლე აიაქსი:))
ავჭალიდან
13 აპრილი 2024 19:44
0
ზივზივაძე სად არის კალსრუე თამაშობს არც სასტარტოშია და არც განაცხადში რა ხდება??
T.q
13 აპრილი 2024 15:30
1
ვირუსი შეეყარა
q-ს
13 აპრილი 2024 17:18
0
ფრანგულ ლიგაში ერთერთი საუკეთესოა ჩატარებულ მატჩების მიხედვით გატანილი გოლებით.
ნუჯი
13 აპრილი 2024 12:06
0
ამ კაცის ლიგა საფრანგეთი ყოფილა რა აიაქსი მოუნდომეს იქნებ მარსელი ან პსჟ დაინტერესდეს...აბემეიანგს აღარ ჯობია?
ჟორა
13 აპრილი 2024 11:30
3
მაგარი დახვეწილი ტექნიკა და სისხსრტე აქვს. პირველ გოლზე როგორ დაბზრიალდა ადგილზე
ხვიჩა
13 აპრილი 2024 11:11
0
ნამდვილად, დახვეწილი ტექნიკა და სისხარტე გააჩნია!
ყოჩაღ მიქაუტაძე!
SOS!!!
13 აპრილი 2024 11:45
0
აკრიფა ფორმა ჩვენმა ლომმა..მიდი ჟორჟ დააქუხე საქართველოს სახელი შენ გენაცვალე..
კიეზა
13 აპრილი 2024 10:19
0
მართლა ბომბარდირად არის დაბადებული. მაღალი შესრულების კლასი აქვს
რონი
13 აპრილი 2024 09:54
0
Video (4 წუთი)
https://youtu.be/w7lQ7coPNa4?si=6YkjosXh-UVa-s_y
რეალობა
13 აპრილი 2024 09:13
1
რაო აიაქსში რას ამბობენ?
დავითი
13 აპრილი 2024 08:47
0
ე ბიო კარლოევიᲩ, აი რა მესმის, სხვის Კარში გოუტანია ორი გოლი Ერთ ᲗამაᲨᲨი ბაᲦანას. Თქვი ახლა მამამისი Ერთ ნაცს იცნობსო Თვარა დევიᲦუპეᲗ
დინამოელი
13 აპრილი 2024 07:46
22
გივი, ვინ Ჩემი პუტინი ხარ პირად Შეურაცყოფას რომ მაყენებ? გასაგებია, ახლა ამაზე სულ Გაგიჟდები პუტინი რომ გაგილანᲫᲦე, მაგრამ რას ვიზამᲗ? გივი ხარ ბოლოსდაბოლოს, ადამიანი ხომ არა?
დინამოელი
13 აპრილი 2024 20:27
0
როგორ ავად ხარ შე დინამოსავით გაჭირვებულო.
გივი
13 აპრილი 2024 10:40
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული