ლიგა 1-ის 29-ე ტურში „მეცმა“ საკუთარ მოედანზე მეექვსე ადგილზე მყოფი „ლანსი“ 2:1 დაამარცხა.
სტუმრები პენალტით დაწინაურდნენ. 34-ე წუთზე მიქაუტაძემ ორი მცველი ჩამოიცილა და ცაციათი მეკარე ბრის სამბას ცხრიანში გაუტანა. კომპენსირებულ დროში კი გიორგი მეკარესთან პირისპირ გავიდა, ბურთი თავზე გადაუგდო და დუბლი შეასრულა.
მეორე ტაიმში ანგარიში არ შეიცვალა, „მეცმა“ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია (3 წაგება და 1 ფრე) შეწყვიტა და გაიმარჯვა.
გიორგიმ ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა დუბლი, ხოლო მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 15 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 8.5, Whoscored 8.4, Flashscore 8.0.
მეცი. „სენ სიმფორიენი“
მეცი - ლანსი 2:1
გოლები: 0:1 სოტოკა (13, პენ), 1:1 მიქაუტაძე (34), 2:1 მიქაუტაძე (45+3)
ყოჩაღ მიქაუტაძე!
https://youtu.be/w7lQ7coPNa4?si=6YkjosXh-UVa-s_y