"ფენომენალურმა მეფე "ჟორჟმა" შეიძლება "მეცი" გავარდნისგან იხსნას" - მიქაუტაძემ ფრანგები აღაფრთოვანა

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში "მეცმა" სახლში "ლანსს" გიორგი მიქაუტაძის დუბლით 2:1 სძლია, ლიგა 1-ის საიტმა კი ქართველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და გვირგვინით წარმოსახა.

განსაკუთრებით მოწონება პირველმა გოლმა დაიმსახურა და აღნიშნეს, რომ მიქაუტაძეს გამორჩეული საღამო ჰქონდა.

"ეკიპი" წერს, რომ გიორგი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და თავის გუნდს ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნების შანსი დაუტოვა:

"ფეთქებადი მიქაუტაძე ის მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია "მეცი" გავარდნისგან იხსნას. "აიაქსიდან" იჯარით დაბრუნების შემდეგ ის მაგალითის მიმცემია. "ლანსის" ოთხი მცველის ჩამოცილების შედეგად გატანილი გოლი მართლაც ფენომენალური იყო შესრულების
სიჩქარის, სიძლიერისა და ბურთის კუთხეში დარტყმით. შესვენებაზე გასვლის წინ ისევ იდეალურად გაიტანა. ბოლო 7 მატჩში "ჟორჟის" ანგარიშზე 7 გოლია, რაც მის კლასზე მეტყველებს".

OptaJean-ი ხაზს უსვამს, რომ ლიგა 1-ში "მეცის" ფეხბურთელებიდან ზედიზედ ორ მატჩში დუბლის შესრულება ბოლოს 1995 წლის იანვარში სირილ პუჟემ მოახერხა, ახლა კი ქართველმა შეძლო.

socios-fcmetz-მა მიქაუტაძის თამაში ასე შეაფასა: "ჩვენი მეფე ერთადერთი და განუმეორებელია".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ვაააა! ეს ინჩ მაზალო ტიპეს ჟორიკჯან ცავატანემ გლეჯენემ და თხრეცელემ ახპერ?
ტაკ დერჟატ! მაგარი ხარ როგორც რკინა, თბილისშია შენი ბინა... აი ესე, ხო გაუდო ლენს? მალადეც ელიი!
მალე დაფეხვილ ვართუშასაც ანახებს თუ ვის წისქვილზე ასხავს წყალი.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
19:02 13-04-2024
18
ჩემს დიდ ბაბუას პასპორტში გიორგი ერქვა, მაგრამ ჟორას ეძახდა ყველა და თვითონაც თავის თავს, ჟორჟსაც არა მგონია წყინდეს ასე, რომ მოვიხსენიებთ, პირიქით. ასე რომ რასაც თვითონ მიიჩნევს თავისად ის დავუძახოთ.
სიმენონი
16:44 13-04-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული