კვარაცხელიას საგოლე პასი - დეფექტური დაცვის მქონე "ნაპოლი" "ფროზინონესთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 32-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ფროზინონეს“ დაუზავდა - 2:2.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, კვარაცხელიამ მცველი ჩამოიცილა, ოსიმენი მეკარე ტურატის პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან გატანა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ მალე პოლიტანომ შესანიშნავი გოლით დააწინაურა თავისი გუნდი. შემდეგ ოსიმენმა კიდევ ერთი შანსი გაუშვა ხელიდან. 29-ე წუთზე რაჰმანიმ საჯარიმოში შედირა წააქცია, მაგრამ სულეს პენალტი მეკარე მერეტმა არ გაატანინა. ნეაპოლელებმა იერიშები გააგრძელეს, ზილენსკის თავური ოდნავ ასცდა მიზანს, მერე პოლონელის დარტყმულ ბურთს ტურატი დაეუფლა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა,
ერთი ერთზე გასულმა ოსიმენმა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, თუმცა კრემონელები მცველმა რომანიოლიმ გადაარჩინა. ცოტა ხანში კი მერეტის შეცდომით შედირამ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. ისევ შეუტია „ნაპოლიმ“, კვარაცხელიამ მიზანს ვერ უწია, მერე კიდევ დაარტყა და მეკარემ მოიგერია. მომდევნო ეპიზოდში ხვიჩას დარტყმულ ბურთს მიმართულება ოსიმენმა შეუცვალა და „პარტენოპეი“ წინ გავიდა. ერთი სიტყვით, ქართველის აქტიურობამ შედეგი გამოიღო და მეექვსე საგოლე გადაცემა მიითვალა. მაგრამ რად გინდა, ისევ ჩავარდა მასპინძელთა დაცვა და შედირამ თავურით დუბლი შეასრულა. მწვრთნელმა კალცონამ ზილენსკი და პოლიტანო კაიუსტეთი და რასპადორით შეცვალა. კიდევ დაუშვა შეცდომა „ნაპოლის“ დაცვამ და მერეტმა სეკს 100%-იანი გოლი არ გაატანინა. 83-ე წუთზე ანგისას ნაცვლად მოედანზე სიმეონე შევიდა. კომპენსირებულ დროში მარიო რუიმ წითელი ბარათი მიიღო და შეხვედრაც დასრულდა.

სტუმართა გუნდის შემტევი კვერნაძე სათადარიგო იყო.

„ნაპოლი“ 49 ქულით მერვე ადგილზეა და 20 აპრილს გასვლაზე „ემპოლის“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ფროზინონე 2:2
გოლები: 1:0 პოლიტანო (16), 1:1 შედირა (50), 2:1 ოსიმენი (63), 2:2 შედირა (73)
გამოუყენებელი პენალტი: სულე (30, ფროზინონე)
გაძევება: მარიო რუი (90+8, ნაპოლი)

altალექს მერეტმა პენალტი მოიგერია და "ნაპოლი" გაშვებული გოლისგან იხსნა [VIDEO]

altპოლიტანომ "ფროზინონეს" ულამაზესი გოლი გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბიჭოოო რა ბედოვლათი გუნდია თუ ჩემპიონთა ლიგაზე არ გინდა თამაში რატომ უნდა დარჩე მაგ გუნდში??
ხვიჩა
20:31 14-04-2024
4
დე ლაურენტისმა ჯობია საშუალო დონის მეკარე და მცველები მაინც შეძინოს
giorgi 3
18:35 14-04-2024
0

სიახლეები პოპულარული