როგორ "ვთარგმნოთ" კვარაცხელიას თამაში - რითი იამაყებდა სპალეტი და რატომ არ უნდა აგვიცრუვდეს გული "ნაპოლიზე"...

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე მორიგი ქულები დაკარგა ("ფროზინონესთან" 2:2). გუნდმა ითამაშა ისე, როგორც ამ სეზონში მათი გამოსვლის ილუსტრაციად შეგვიძლია მივიჩნიოთ - არასტაბილურობა, რგოლებს შორის მკვეთრი დისბალანსი და გასულ წელს ასე ნაქები სინქრონულობის დაკარგვა...

ქართველ გულშემატკივრებს "ნაპოლიზე" გული ცოტათი აცრუებული აქვთ და ამის მიზეზი ისაა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ახლო მომავალში ამ გუნდში ვეღარ წარმოუდგენიათ. ყველაფერი ასე მარტივად არაა და ტრანსფერზე გავლენას არაერთი ფაქტორი ახდენს. ასე რომ, "კვარასა" და მის გუნდს ძველებურად უნდა დავაკვირდეთ, ორი წელია ხომ მათზე თითოეული დეტალი გვაინტერესებს.

კვარაცხელიას მშვენივრად
მოწოდებულ კუთხურებზე დაგვიწერია, მაგრამ ის საბოლოოდ მაინც სპეციალიზდა ე.წ. გადმოვარდნილ ბურთებზე ხიფათის შემქმნელად. ხვიჩა ამ დროს კარიდან საკმაოდ შორსაა და მის მიმართ მოწინააღმდეგეთა ყურადღება მოკლებულია, ამასობაში კი ბურთს ოსტატურად ამუშავებს და კარის მიმართულებით სწრაფად უშვებს. ტრიბუნაზე მყოფი ლუჩანო სპალეტი ალბათ ძალიან ამაყი იყო იმით, რომ პირველად ამის გაკეთება ხვიჩამ სწორედ მის დროს დაიწყო. ეგაა, თითქოს ჯიუტად, სხვა ვარიანტებს არც კი განიხილავდა...

Sportall.Ge

"ფროზინონესთან" კვარაცხელიას თამაში ასე შეიძლება "ვთარგმნოთ" - შეტევაში ყველაფერს გავაკეთებ, თამაშის მოსაგებად გვეყოფა თუ არა, ეგ არ ვიციო. შესაძლოა, მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთნაირი ინტენსივობით არა, მაგრამ ქართველი გარემარბი დაცვაშიც აქტიურობდა და ერთ ეპიზოდში ისეთი ართმევა შემოგვთავაზა, ბევრი მცველი რომ ინატრებდა. ნეაპოლელები ახლა ცოტა უკეთ იყენებდნენ ხვიჩაზე გაძლიერებულ ყურადღებას. ზოგჯერ იქნებ გვაღიზიანებს, რომ ჩვენებურს თანაგუნდელები "არ იმჩნევენ", ამ ფიქრისთვის ობიექტური მიზეზებიც გვაქვს კიდეც, მაგრამ მატეო პოლიტანომ მეტოქეების საპირისპირო ფლანგზე "გადართვა" კვლავ მშენივრად გამოიყენა.

77-ე ნომერს ევროტურნირებზე მომავალ წელსაც თამაში ძალიან სურს და მის კარიერას სჭირდება. ამისთვის მან როგორც სტატისტიკურად, ასევე სხვა ასპექტებით ყველაფერი სცადა, მაგრამ მაინც ისე ჩანს, მოქმედმა ჩემპიონმა ეს სეზონი "ვერ გადაარჩინა". კვარაცხელიას კვლავ საუკეთესო შეფასებები ჰქონდა. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ დისკვალიფიკაციების შემდეგ მსაჯებთან ურთიერთობაში გამოსწორებულია, გუნდურადაც იზრდება და კარგად ჩანს, საკუთარ თავზე როგორ მუშაობს...

სეზონის ბოლომდე და ევროპის ჩემპიონატზე გადართვამდე 6 მატჩია, მათ შორის ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე კი "რომაა". 10 გოლი, 6 შედეგიანი პასი - "კვარას" მონაპოვარი მშვენიერია!..

altკვარაცხელიას საგოლე პასი - დეფექტური დაცვის მქონე "ნაპოლი" "ფროზინონესთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
რასაც ვწერ ჩემი სუბიექტური აზრია.რათქმაუნა შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ,მაგრამ თვითონ ხვიჩია და ჩვენც მინიმუმ მადლიერები უნდა ვიყოთ ნეაპოლის.ამ ქალაქმა და გუნდმა მისცა ხვიჩია ვარსკვლავის სტატუსი.კიიი მესმის სპალეტის დიდი როლი და და ამ წუწურაქი დე ლაირენტისის ბიზნესმენობა, მაგრამ მოცემულობა ესაა ამ ეტაპზე.რაც არ უნდა იყოს ხვიჩას ერთგულება მართებს მინიმუმ 2 სეზონი.კი მესმის უკეთეს გუნდს იმსახურებს და წავა კიდეც ეჭვი არ მეპარება,მაგრამ იქვე სერია ბ-ში როცა გავარდა ბუფონი,დელ პიერო,ტრეზეგე (გავაგრძელო?)დარჩნენ და სამუდამოდ დარჩებიან ლეგენდებად.ტოტიმ ვერაფერი მოიგო,მაგრამ ლეგენდარული გლადიატორია.მრავალი მაგალითია.p.s. მე პირადად მირჩევნია კვარა რონალდინიო იყოს და 5 წელში შეცვალოს ფეხბურთი და მანდ დაასრულოს,ვიდრე იგორა აკინფეევი.40 წელი ითამაშა და ფოჩიანი ქინძი მოიგო
გელა
23:37 15-04-2024
4
უბრალოდ იამაყეთ რომ გვყავს კარგი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია.კინგსლი კომანი უსმამე დემბელე მუსა დიაბი სერჟ გნაბრი და დაახლოებით ასეთი დონის ფეხბურთელი.ვინც მისგან რონალდო და მესობას ელოდებით ცოდოები ხართ ნერვებს გაიფუჭებთ ტყუილად და შეეგუეთ იმ ფაქტს რომ გვყავს შესანიშნავი ბიჭი რომლის წყალობითაც ოცნებაც ავიხდინეთ და ევროზე გავედით.დანარჩენზე არ იდარდოთ ნაპოლო შარშან ჩემპიონი გახდა წელს 5-6 ადგილზე გავა მომავალ წელს შეიძლება სამეულში შევიდეს ჩვენთბიდ მთავარია რომ ხვიჩა იყოს მუდან მწყობრში და ნაკრებში გამოგვადგეს…ევროპაში მან უკვე დაამტკიცა თაბის სიძლიერე და ნაპოლიმ თუ ძააან აურია მომავალ წელსაც მსურველი ხვიჩას მუდამ ეყოლება.აიცილებელი არ არის მბაპე ეა ჰალანის ფონის იყო გრანდში რომ გადახვიდე….რობენი მეგა ვარსკვლავი ბაიერნში გახდა…მანამდე მოიარა ჩელსი რეალი და ვერაფერს შვებოდა ისეთს….
შახრუდინი
14:45 15-04-2024
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული