როგორ "ვთარგმნოთ" კვარაცხელიას თამაში - რითი იამაყებდა სპალეტი და რატომ არ უნდა აგვიცრუვდეს გული "ნაპოლიზე"...

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე მორიგი ქულები დაკარგა ("ფროზინონესთან" 2:2). გუნდმა ითამაშა ისე, როგორც ამ სეზონში მათი გამოსვლის ილუსტრაციად შეგვიძლია მივიჩნიოთ - არასტაბილურობა, რგოლებს შორის მკვეთრი დისბალანსი და გასულ წელს ასე ნაქები სინქრონულობის დაკარგვა...

ქართველ გულშემატკივრებს "ნაპოლიზე" გული ცოტათი აცრუებული აქვთ და ამის მიზეზი ისაა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ახლო მომავალში ამ გუნდში ვეღარ წარმოუდგენიათ. ყველაფერი ასე მარტივად არაა და ტრანსფერზე გავლენას არაერთი ფაქტორი ახდენს. ასე რომ, "კვარასა" და მის გუნდს ძველებურად უნდა დავაკვირდეთ, ორი წელია ხომ მათზე თითოეული დეტალი გვაინტერესებს.

კვარაცხელიას მშვენივრად
მოწოდებულ კუთხურებზე დაგვიწერია, მაგრამ ის საბოლოოდ მაინც სპეციალიზდა ე.წ. გადმოვარდნილ ბურთებზე ხიფათის შემქმნელად. ხვიჩა ამ დროს კარიდან საკმაოდ შორსაა და მის მიმართ მოწინააღმდეგეთა ყურადღება მოკლებულია, ამასობაში კი ბურთს ოსტატურად ამუშავებს და კარის მიმართულებით სწრაფად უშვებს. ტრიბუნაზე მყოფი ლუჩანო სპალეტი ალბათ ძალიან ამაყი იყო იმით, რომ პირველად ამის გაკეთება ხვიჩამ სწორედ მის დროს დაიწყო. ეგაა, თითქოს ჯიუტად, სხვა ვარიანტებს არც კი განიხილავდა...

Sportall.Ge

"ფროზინონესთან" კვარაცხელიას თამაში ასე შეიძლება "ვთარგმნოთ" - შეტევაში ყველაფერს გავაკეთებ, თამაშის მოსაგებად გვეყოფა თუ არა, ეგ არ ვიციო. შესაძლოა, მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთნაირი ინტენსივობით არა, მაგრამ ქართველი გარემარბი დაცვაშიც აქტიურობდა და ერთ ეპიზოდში ისეთი ართმევა შემოგვთავაზა, ბევრი მცველი რომ ინატრებდა. ნეაპოლელები ახლა ცოტა უკეთ იყენებდნენ ხვიჩაზე გაძლიერებულ ყურადღებას. ზოგჯერ იქნებ გვაღიზიანებს, რომ ჩვენებურს თანაგუნდელები "არ იმჩნევენ", ამ ფიქრისთვის ობიექტური მიზეზებიც გვაქვს კიდეც, მაგრამ მატეო პოლიტანომ მეტოქეების საპირისპირო ფლანგზე "გადართვა" კვლავ მშენივრად გამოიყენა.

77-ე ნომერს ევროტურნირებზე მომავალ წელსაც თამაში ძალიან სურს და მის კარიერას სჭირდება. ამისთვის მან როგორც სტატისტიკურად, ასევე სხვა ასპექტებით ყველაფერი სცადა, მაგრამ მაინც ისე ჩანს, მოქმედმა ჩემპიონმა ეს სეზონი "ვერ გადაარჩინა". კვარაცხელიას კვლავ საუკეთესო შეფასებები ჰქონდა. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ დისკვალიფიკაციების შემდეგ მსაჯებთან ურთიერთობაში გამოსწორებულია, გუნდურადაც იზრდება და კარგად ჩანს, საკუთარ თავზე როგორ მუშაობს...

სეზონის ბოლომდე და ევროპის ჩემპიონატზე გადართვამდე 6 მატჩია, მათ შორის ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე კი "რომაა". 10 გოლი, 6 შედეგიანი პასი - "კვარას" მონაპოვარი მშვენიერია!..

altკვარაცხელიას საგოლე პასი - დეფექტური დაცვის მქონე "ნაპოლი" "ფროზინონესთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
რასაც ვწერ ჩემი სუბიექტური აზრია.რათქმაუნა შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ,მაგრამ თვითონ ხვიჩია და ჩვენც მინიმუმ მადლიერები უნდა ვიყოთ ნეაპოლის.ამ ქალაქმა და გუნდმა მისცა ხვიჩია ვარსკვლავის სტატუსი.კიიი მესმის სპალეტის დიდი როლი და და ამ წუწურაქი დე ლაირენტისის ბიზნესმენობა, მაგრამ მოცემულობა ესაა ამ ეტაპზე.რაც არ უნდა იყოს ხვიჩას ერთგულება მართებს მინიმუმ 2 სეზონი.კი მესმის უკეთეს გუნდს იმსახურებს და წავა კიდეც ეჭვი არ მეპარება,მაგრამ იქვე სერია ბ-ში როცა გავარდა ბუფონი,დელ პიერო,ტრეზეგე (გავაგრძელო?)დარჩნენ და სამუდამოდ დარჩებიან ლეგენდებად.ტოტიმ ვერაფერი მოიგო,მაგრამ ლეგენდარული გლადიატორია.მრავალი მაგალითია.p.s. მე პირადად მირჩევნია კვარა რონალდინიო იყოს და 5 წელში შეცვალოს ფეხბურთი და მანდ დაასრულოს,ვიდრე იგორა აკინფეევი.40 წელი ითამაშა და ფოჩიანი ქინძი მოიგო
გელა
15 აპრილი 2024 23:37
4
ეგ ფეხბურთელები,უკვე ვეტერანები იყვნენ,ტოტის გარდა,თანაც იუვენტუსუი დასაჯეს და გაჭირვებაში არ მიატოვეს,გუნდი,გრანდი!კვარა ახალგაზრდაა,ყველაფერი წინ აქვს და ნაპოლი,პირადად,გუნდის მფლობელმა დააქცია,თან არც ფეხბურთელებს სცემს,პატივს.დე ლაურენტისი იმ ასაკშია,ეგ აღარ შეიცვლება და კვარამ,თავისი კარიერაც შესწიროს და კეთილდღეობაც?როცა დაფრინავ,ყველა შენი მეგობარი და გულშემატკივარია,მაგრამ როგორც კი,კვარამ უკლო,წადი ბიძია,გაიარეო,ტიფოზებმა.ასე რომ არც მათ გამო ღირს,კარიერის ნაპოლისათვის შეწირვა.შარშანდელი სეზონი,კვარა და ნაპოლი,ერთმანეთისათვის სასარგებლონი იყვნენ,წელს კი,მხოლოდ ნაპოლის აქვს სარგებელი.უფრო სწორად კი,მის მფლობელს.ასე რომ ეს სენტიმენტები,საჭირო არ არის.თუ განვითარება უნდა,კვარამ თავს უნდა უშველოს.შახრუდინსაც ვეთანხმები.აკინფეევმა,ამ კლუბშიც მიაღწია შედეგებს და რუსული ხელფასები,სულაც არ იყო ცუდი,ევროპული ქვეყნების ფონზე.რუსეთში მოთამაშე ქართველებს,საკმაოდ ბევრი,სწორედ მაგაში ამტყუნებდნენ,დიდ ფულს გამოეკიდნენ და დიდ ფეხბურთზე უარი თქვესო.რინატ დასაევი,მსოფლიო დონის მეკარე იყო,მაგრამ სევილიაში,დიდი ვერაფერი ითამაშა,აკინფეევს რატომ უნდა გაერისკა,როცა რუსეთშიც საკმაოდ კარგი ჩემპიონატი იყო,ხელფასები კიდევ უკეთესი და და მისი გუნდი,ევროპულ სარბიელზეც საკმაოდ კარგად გამოდიოდა?თუ ძალიან დიდი სხვაობა არ არის,საკუთარ ხელფასსა და შემოთავაზებულს შორის,ჭკვიანი კაცი,ყოველთვის სამშობლოში თამაშს აირჩევს.ასე მოიქცა აკინფეევიც.
სოსო
16 აპრილი 2024 09:46
0
მაგ აკინფეევმა უეფას თასი მოიგო ცსკასთან ერთად და ძაან მაგრად ითამაში მთელი მისი კარიერა და როგორც ტოტიმ ისე შესწირა მთელი თავისი კარიერა გუნდს მერე რა?რუსეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილო მსოფლიოზე 1/4 ფინალი და ბევრი დაუვიწყარი მატჩი ცსკაში და უამრავი გრანდის დამწუხრება .არსენალი რეალი და რავიცი ვის აღარ უგებდნენ.
შახრუდინი
16 აპრილი 2024 01:47
1
უბრალოდ იამაყეთ რომ გვყავს კარგი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია.კინგსლი კომანი უსმამე დემბელე მუსა დიაბი სერჟ გნაბრი და დაახლოებით ასეთი დონის ფეხბურთელი.ვინც მისგან რონალდო და მესობას ელოდებით ცოდოები ხართ ნერვებს გაიფუჭებთ ტყუილად და შეეგუეთ იმ ფაქტს რომ გვყავს შესანიშნავი ბიჭი რომლის წყალობითაც ოცნებაც ავიხდინეთ და ევროზე გავედით.დანარჩენზე არ იდარდოთ ნაპოლო შარშან ჩემპიონი გახდა წელს 5-6 ადგილზე გავა მომავალ წელს შეიძლება სამეულში შევიდეს ჩვენთბიდ მთავარია რომ ხვიჩა იყოს მუდან მწყობრში და ნაკრებში გამოგვადგეს…ევროპაში მან უკვე დაამტკიცა თაბის სიძლიერე და ნაპოლიმ თუ ძააან აურია მომავალ წელსაც მსურველი ხვიჩას მუდამ ეყოლება.აიცილებელი არ არის მბაპე ეა ჰალანის ფონის იყო გრანდში რომ გადახვიდე….რობენი მეგა ვარსკვლავი ბაიერნში გახდა…მანამდე მოიარა ჩელსი რეალი და ვერაფერს შვებოდა ისეთს….
შახრუდინი
15 აპრილი 2024 14:45
10
მამუკიეს))) ექსპირტობაზე არც მაქვს პრეტენზია უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე თუ არ მოგწონს გაიარე არაა აუცილებელი შენი ცინიზმის გამოვლენა
შახრუდინი
16 აპრილი 2024 01:43
1
მესი, რონალდო და მბაპე,სუპერვარსკვლავები არიან.დანარჩენებიდან რომელი გახდა ტოპ ჩემპიონატის მვპ?თანაც პირველივე სეზონში.ჰოლანი რომ ჰოლანია,აგერ,მანაც კი მოუკლო სვლას,ხვიჩა კი,კვლავაც ლიდერებშია,სხვადასხვა კომპონენტებში და გუნდის ასე დაშლა რომ არა,წელს შესაძლოა უკეთესი სტატისტიკაც კი ჰქონოდა.შარშან,მას 12 გოლი და 10 პასი ჰქონდა ჩემპიონატში.დღეს,ჯერჯერობით 10 გოლი და 6 პასი აქვს და არავის გაუკვირდება,შარშანდელ შედეგს გადააჭარბოს კიდეც.ხვიჩას იმდენი კანფეტივით საგოლე პასი გაუფუჭეს,რომ უკვე დღეს თავისუფლად შეეძლო.,10 და მეტი საგოლე პასიც ჰქონოდა.10 გოლი და 10 პასი.ფლანგის თავდამსხმელისაგან,ტოპ შედეგად ითვლება,ტოპ ლიგაში.კვარა დღესაც ადასტურებს,თავის მაღალ კლასს და ზოგიერთი თუ ვერ ამჩნევს,ეს მისი პრობლემაა.
სოსო
15 აპრილი 2024 20:51
2
ყველა გამოხმაურება
თუ ასე გააგრძელა ნაპოლიმ თამაში გაისად საერთოდ გამოვარდება სერია "ა" დან
ვაჟა
15 აპრილი 2024 11:46
13
კარგი ხარ ღვთისავარ!
15 აპრილი 2024 11:14
3
ნაპოლიზე გული ჩვენ კი არა, უკვე "კურვა ნორდ' -სა და დე ლაურენტისსაც აუცრუვდათ:)))
pablo
15 აპრილი 2024 11:04
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული