"ხვიჩას და კიმის დონის ფეხბურთელებს ასეთ ფასად ვეღარ შეიძენენ - "კვარას" გასული სეზონის გაუმჯობესება შეუძლია" - იტალიური მედია

AutoSharing Option
"ნაპოლის" საკუთარ მოედანზე "ფროზინონესთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ნეაპოლური გუნდის მომავლის შესახებ იტალიურ მედიაში წერილები გამოქვეყნდა.

"გაძეტა დელო სპორტი" აღნიშნავს, რომ კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს გასული წლის ზაფხულში ძალიან გაუმართლა, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია და კიმ მინ ჯე დაბალ ფასში შეიძინა, მაგრამ ასეთი რამ ყოველთვის არ მოხდება, რისი დასტურიც ნათანის და იესპერ ლინდსტრიომის წარუმატებელი ტრანსფერებია. თუ სურს გუნდმა კვლავ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს, დიდი ფულის დახარჯვა მოუწევს. პირველ რიგში, კვალიფიციური მცველების დამატება მართებს და ყველაფერი თავიდან კარგი მწვრთნელის მიწვევით უნდა დაიწყოს.

გაძეტა დელო სპორტის" აზრით, "ნაპოლის" ახალი გუნდის აშენება სამი ფეხბურთელის - კვარაცხელიას, სტანისლავ ლობოტკას და მატეო პოლიტანოს გარშემო მოუწევს, რომელთაც დაამტკიცეს, რომ გუნდის ცუდი სეზონის მიუხედავად, როგორც ტექნიკურად, ასევე ფიზიკურად ისინი გამორჩეულები არიან.

Spazionapoli-ს მტკიცებით, "კვარა" "ნაპოლის" ლიდერი გახდება და სტატისტიკური მონაცემებით ირწმუნება, რომ არავითარ რეგრესს არ განიცდის: "ბევრი შეიძლება ფიქრობს, რომ ქართველი გასული სეზონის დონეზე ვერ თამაშობს, თუმცა ციფრები არ ტყუის: წინა ჩემპიონატთან შედარებით, მხოლოდ 2-ით ნაკლები გოლი გაიტანა, 4-ით ნაკლები საგოლე გადაცემა გააკეთა და შეუძლია შარშანდელი შედეგი გააუმჯობესოს კიდეც. მისი შენარჩუნება რთული, მაგრამ შესაძლებელია და "ნაპოლიმ" იცის, როგორი არაჩვეულებრივი ტალანტი ჰყავს".

ხაზგასმულია, რომ კვარაცხელია ყველა მოქმედებით სერია A-ში ახლაც საუკეთესოა და ანალიტიკური საიტების შეფასებები ამას ადასტურებენ.

altსპალეტის სიხარულის და სიმწრის ცრემლები "მარადონაზე" - რა იხილა გუშინ ლუჩანომ?

alt"გასულ წელს საუკეთესო ევროპული გუნდის კაპიტანი ვიყავი, წელს კი..." - რა განაცხადა დი ლორენცომ?

altოსიმენის გუშინდელმა საქციელმა "ნაპოლის" ქომაგები გააღიზიანა

altროგორ "ვთარგმნოთ" კვარაცხელიას თამაში - რითი იამაყებდა სპალეტი და რატომ არ უნდა აგვიცრუვდეს გული "ნაპოლიზე"...

მკითხველის კომენტარები / 11 /
თვალები დაუბრიალა
ლექტორი
16 აპრილი 2024 09:32
0
და ისე რო რამე კიმის დაბრუნება არენდით მაინც 1 წლით რო ეცადათ არა?ბაიერნში ალპობენ სკამზე მაინც არ ათამაშებენ
შახრუდინი
16 აპრილი 2024 01:49
2
8,5 მილიონი აქვსო,ხელფასი!სკამზე ჯდომით ამდენს აძლევენ,აქ კი ხვიჩას მილიონზე აჭყეტავენ თვალებს მავანნი.
სოსო
16 აპრილი 2024 20:02
0
აი ეს არის გამარჯვებულის მენტალიტეტი, რომელიც ჩვენმს ბიჭებმა ბერძნების დამარცხებით მიიღეს! შეხედეთ, ეს რა ქნა მამარდამ ჰა??? პენალტის დარტყმამდე ერთი შეხედა, თვალები დაუბრიალა და ამით კუჭი აუშალა ოსასუნას იმ ბასკ ფეხბურთელს - პენალტის დარტყმას რომ აპირებდა და მანაც ხელებში მიაწოდა ბურთი!.
ვაჟა მასწავლებელი
16 აპრილი 2024 01:17
5
"კორბენა" და "ობიექტურო შემფასებელო": თუ ჩემს კომენტარში ბუდიმირის ეროვნებაზე მეტი ქართველებისთვის საინტერესო ვერაფერი ამოიკითხეთ - გირჩევთ ფეხბურთის ყურებას თავი დაანებოთ და "დედამთილის კოდექსი" მოძებნეთ და წაიკითხეთ!
ვაჟა მასწავლებელი
16 აპრილი 2024 14:55
0
ხო. ბუდიმირი რომ ბასკია, ეგეც მამარდამ გადაწყვიტა... თვალების ბრიალით )))
კორბენა
16 აპრილი 2024 09:12
5
ყველა გამოხმაურება
რატომ გავიწყდებათ, რომ წინ კიდევ 6 თამაშია და შარშანდელი შედეგის მიღწევა პრობლემა არ იქნება.
ჟორა გაბრიჭიძე
16 აპრილი 2024 00:19
3
ნაპოლიმ იცის,როგორი ტალანტია ხვიჩა,მაგრამ ჩვენც ხომ ვიცით,როგორი ცინიკოსი ნაძირალაა,ნაპოლის მფლობელი. ამ ტალანტს სტაჟიორის ხელფასზე ამუშავებს და ცინიკურად დასცინის კიდეც.ამას სხვებიც ხომ ხედავენ და გამორიცხულია,დე ლაურენტისის ხელში,ნაპოლი კვლავ საჩემპიონო ორბიტაზე გავიდეს.სადაც რიყის ქვას უფრო აფასებენ,ვიდრე ოქროს ზოდს,გამორიცხულია რაიმე ფასეული შეიქმნას.
ცუდია ჯარისკაცი,რომელსაც გენერლობა არ უნდა,მაგრამ კიდევ უფრო ცუდია ჯარი,რომელშიც გენერალს,უბრალო ჯარისკაცის დაფასება აქვს.ამ დროს,არც ერთ სხვა ჯარისკაცს აღარ მოუნდება,გენერლობა.სწორედ ეს ხდება,დღევანდელ ნაპოლიში.
სოსო
16 აპრილი 2024 00:08
8
დავით,შარშან რომ ჩემპიონი გახადა,წელს რა გააკეთა,შედეგის გამეორებისათვის?ერთი ლიდერი გაყიდა და მის ნაცვლად,ნორმალურიც კი არავინ მიიყვანა,ზელინსკის,საერთოდ,ხელფასის დაკლებაზე დათანხმება მოსთხოვა,ხოლო იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ კვარას,ისევ ახალწვეულის ხელფასი დაუტოვა.სადაც შენ მონდომებას არ აფასებენ,იქ მონდომება ქრება.ხელოსანი რომ ხელოსანია,ისიც კი არ დათანხმდება ხელის მუშის ანაზღაურებაზე მუშაობას.უხელფასოდ შეიძლება იმუშაოს,პრინციპის გულისათვის,მაგრამ არა დაბალ კვალიფიციური მუშის ხელფასზე.ზაფხულში მოუმატებენ?უკვე 2023 წლის იანვარში უნდა მოემატებინა ხვიჩასათვის ხელფასი,რადგან სრულიად ცხადი იყო,რომ ამას იმსახურებდა.
სოსო
08 მაისი 2024 11:24
0
კაცმა რომელმაც შარშან გუნდი ჩემპიონი გახადა, თურმე ნაძირალა და ცინიკოსია არა? შენ კაცმა რომ გკითხოს, ფეხბურთში ვერკვევიო იტყვი. შეეშვი რა ამ საქმეს და საქმეს მიხედე. ხვიჩა შენს გარეშეც კარგ ანაზღაურებას მიიღებს ზაფხულში.შენ
დავით
16 აპრილი 2024 06:55
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული