"გასულ წელს საუკეთესო ევროპული გუნდის კაპიტანი ვიყავი, წელს კი..." - რა განაცხადა დი ლორენცომ?

AutoSharing Option
"ნაპოლის" კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ "ფროზინონესთან" (2:2) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

იტალიელის თქმით, "პარტენოპეის" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი ჯერჯერობით არ დაუკარგავს.

"სტაბილურად მატჩების მოგებას ვერ ვახერხებთ, გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. გასულ წელს, საუკეთესო ევროპული კლუბის კაპიტანი ვიყავი, წელს კი გაჭირვებული გუნდის კაპიტანი ვარ. მიმდინარე სეზონში არასტაბილურად გამოვიყურებით და არადამაჯერებლები ვართ. მეტოქე მშვენივრად ხდება, რომ თავის დაცვა სათანადოდ არ შეგვიძლია. ამ სიტუაციით კმაყოფილები არ ვართ.

რაც უფრო ხშირად ვ
ართ საკუთარ ნახევარზე, უფრო მეტ გოლს ვუშვებთ, ამ ასპექტზე ბევრს ვმუშაობთ.

მიუხედავად ყველაფრისა, დანებებას არ ვაპირებთ. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი ჯერჯერობით არ დაგვიკარგავს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ", - განაცხადა დი ლორენცომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 49 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.

altეს მთელი "ნაპოლის" მარცხია - რა თქვა დი ლორენცომ "ბარსელონასთან" მატჩის წინ

altდი ლორენცო: არავის არ აქვს კვარაცხელიას გაკრიტიკების უფლება

alt"მიხარია კვარაცხელიას ასეთი თამაში" - დი ლორენცომ "უნიონთან" მატჩი შეაფასა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ერთი ნაპოლი იყო საუკეთესო ევროპაში შარშან და მეორე კიმ ჩენ ინია მსოფლიო მმართველი.
დათო
08:23 16-04-2024
1
ევროპაში საუკეთესო გუნდი შარშან იყო სიტი..ნაპოლის საუკეთესოება არ გაიშვას არსად.ერთი საშუალო დონის იტალიური გუნდია,რომელსაც შარშN გაუმართლა გრანდების სუსტი თამაშის გამო.
ლაშა
08:21 16-04-2024
7

სიახლეები პოპულარული