„შახტარი“ პირველ ტაიმში ირაკლი აზაროვის პასით დანილო სიკანმა დააწინაურა. შესვენების შემდეგ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო „ზარიას“ მცველმა ჯორდანმა. კაცნაკლული ლუგანსკური გუნდი არ დანებდა და იგორ კირიუხანცევმა ანგარიში გაათანაბრა. თუმცა საბოლოოდ დონბასურმა კლუბმა გამარჯვების მოპოვება შეძლო.
დონეცკურ გუნდში აზაროვმა 76-ე წუთამდე ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი 89-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
„შახტარს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 55 ქულით ლიდერია და 22 აპრილს ისევ „ზარიას“ შეხვდება.
კიევი. „ლევი ბერეგი“
ზარია - შახტარი 1:3
გაძევება: ჯორდანი (57, ზარია)