აზაროვის საგოლე პასი - "შახტარმა" "ზარია" დაამარცხა

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის მეათე ტურის გადატანილ მატჩში „შახტარმა“ „ზარია“ 3:1 დაამარცხა.

„შახტარი“ პირველ ტაიმში ირაკლი აზაროვის პასით დანილო სიკანმა დააწინაურა. შესვენების შემდეგ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო „ზარიას“ მცველმა ჯორდანმა. კაცნაკლული ლუგანსკური გუნდი არ დანებდა და იგორ კირიუხანცევმა ანგარიში გაათანაბრა. თუმცა საბოლოოდ დონბასურმა კლუბმა გამარჯვების მოპოვება შეძლო.

დონეცკურ გუნდში აზაროვმა 76-ე წუთამდე ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი 89-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

„შახტარს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 55 ქულით ლიდერია და 22 აპრილს ისევ „ზარიას“ შეხვდება.

კიევი. „ლევი ბერეგი“
ზარია - შახტარი 1:3
გოლები: 0:1 სიკანი (30), 1:1 კირიუხანცევი (73), 1:2 ბონდარენკო (86), 1:3 ნევერტონი (90+1)
გაძევება: ჯორდანი (57, ზარია)

altაზაროვმა შეუცვლელად ითამაშა - "შახტარმა" "რუხს" სძლია

მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი ფეხბურთელია და ბოლომდე თავგამოდებით იბრძვის, აუცილებლად ნაკრებში
მიხო
19 აპრილი 2024 19:41
0
ისე, არა მგონია კანკავას ამაზე მეტი დამსახურება ჰქონდეს, ნაკრები რომ ევროპაზე გავიდა.
ჯეჯე
18 აპრილი 2024 20:35
1
ახაროვი ნაკრებში და ევროპაზე!
ლაშა
18 აპრილი 2024 18:48
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული