თამაში საინტერესო სანახავი ნამდვილად არ იყო, მომენტები იშვიათად იქმნებოდა, გოლის გამტანი არც ერთი გუნდი არ ჩანდა და თითქოს შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ დედაქალაქელთა მეკარე ნიკლას ჰელდმა უხეში შეცდომა დაუშვა და გრაცელთა თავდამსხმელ მიკა ბიერეტს ისღა დარჩენოდა ბურთი ცარიელ კარში შეეგორებინა. ბოლოს სტუმრები შტურმზე გადავიდნენ, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს და მარცხი განიცადეს.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა 84-ე წუთამდე ითამაშა. მან flashscore-სგან 7.3 შეფასება დაიმსახურა, sofascore-სგან კი - 7.0.
„შტურმი“
გრაცი. „მერკურ არენა“
შტურმი - რაპიდი 1:0
გოლი: ბიერეტი (79)