საკადრო პრობლემებით და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის იმედით - როგორი იქნება "ემპოლისთან" "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობა?

AutoSharing Option
დღეს, "ემპოლისთან" სერია A-ს 33-ე ტურის გასვლით მატჩში, "ნაპოლის" დისკვალიფიცირებული ამირ რაჰმანი და მარიო რუი და ტრავმირებული მატიას ოლივეირა ვერ დაეხმარებიან. ამიტომ მწვრთნელ ფრანჩესკო კალცონას იძულებითი ცვლილებების განხორციელება მოუწევს.

areanapoli-სა და calcionapoli24-ს ცნობით, "ნაპოლი" თამაშს შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს: მერეტი, დი ლორენცო, ოსტიგარდი, ჟუან ჟეზუსი, მაცოკი, ანგისა, ლობოტკა, ზილენსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი.

ვინაიდან იტალია მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე შეიძლება ექვსი გუნდით იქნეს წარმოდგენილი, "ნაპოლის" ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე მონაწილეობის შანსი გაუჩნდა. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ilmattino და აღნიშნავს, რომ ბოლომდე ბრძოლაა საჭირო,
მაგრამ ისედაც პრობლემურ დაცვას წამყვანი ფეხბურთელები გამოაკლდა და ასეთ პირობებში მიზნის მიღწევა რთული იქნება.

პირველ წრეში "ნაპოლი" "ემპოლისთან" საკუთარ მოედანზე კომპენსირებულ დროში გაშვებული გოლით 0:1 დამარცხდა. დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

alt"ვინ იქნება კონტეს "ნაპოლის" მთავარი ფეხბურთელი? ჩემს პასუხზე შეიძლება გაგეცინოთ..." - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი

alt"ნაპოლი" ოსიმენის შემცვლელის გაფორმებასთან ახლოსაა - კონტეს ეს ფეხბურთელი არ მოსწონს

altკვარაცხელია და ოსიმენი კალცონას ხელში ყველაზე შედეგიანები არიან - რატომ არ ენდობიან ნათანსა და მაცოკის?

მკითხველის კომენტარები / 15 /
ცუდი ამინდია იტალიაში: სეტყვა, წვიმა, ჭექა-ქუხილი და ელვა.
რეალობა
18:14 20-04-2024
0
ომეპრაზოლი დალიოს და შეუტიოს ფაღარათ მორეულმა))
ლევანი
13:06 20-04-2024
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული