სიტუაცია იცვლება - კვარაცხელიათი პსჟ და "ჩელსი" ისევ არიან დაინტერესებული

AutoSharing Option
დღეს "გაძეტა დელო სპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ნაპოლიში" ხელშეუხებელი არავინაა, უკმაყოფილოებს წასვლა შეუძლიათ და ეს ხვიჩა კვარაცხელიასაც ეხება. რა თქმა უნდა, მთლად ასე ადვილად არავის და პირველ რიგში, კვარაცხელიას ვერ შეელევიან, მაგრამ თუ კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ტრანსფერში დიდ თანხას შესთავაზებენ, ალბათ, ცდუნებას ვერ გაუძლებს.

ამის პარალელურად, ჟურნალისტი ეკრემ კონური "ტვიტერით" იტყობინება, რომ ხვიჩას მიმართ ლიგა 1-ის და პრემიერლიგის წარმომადგენლები ინტერესს ისევ ავლენენ და შეიძლება "ნაპოლის" 22 წლის ქართველში ზაფხულში 100 მილიონი ევრო შესთავაზონ. კონურმა დაინტერესებულ კლუბებს შორის მხოლოდ
პსჟ და "ჩელსი" დაასახელა.

Areanapoli აღნიშნავს, რომ "კვარა" ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტით 2027 წლის ივნისამდეა დაკავშირებული, გუნდში 1.3-მილიონიანი ხელფასით ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადია, სხვაგან გადასვლა არ უნდა, თუმცა არაა გამორიცხული, "ნაპოლის" ცუდმა სეზონმა მისი სურვილი შეცვალოს.

ადრე რამდენიმე იტალიურმა გამოცემამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ "ნაპოლის" ფეხბურთელებმა მოტივაცია დაკარგეს და თამაშის დიდი სურვილი აღარ გააჩნიათ.
მკითხველის კომენტარები / 15 /
წადიიიი! მაგ ჯოჯოხეთი კლუბიდან!
gia
23 აპრილი 2024 21:02
0
ჯერჯერობით ჭორებია ეს ყველაფერი,მაგრამ თუ ვუნმე სერიოზული გამოჩნდა,კვარას ვურჩევ ეგრევე გადავიდეს,რადგან ნაპოლი კიდევ კარაგა ხანს ვერ დადგება ფეხზე,ისე არია გუნდი ლაურენტისმა
მირო
23 აპრილი 2024 11:50
3
აფრიკის გუნდებიც ჩართულები არიან და ალბათ მანდ გადაბარგდება ხვიჩუნი!მაგრამ ერთი პრობლემაა მანდ, ვეღარ დაიძახებს, ჩვენი ადგილი ევროპაშიააა!
ფხიიი....
23 აპრილი 2024 11:21
37
კარგით რა! მარსზე არ ეპატიჟებიან?
xuta
23 აპრილი 2024 10:30
6
თავისი საქმე უკეთ იცის მაგრამ ინგლისში ისეთი ტემპია და თანაც ისეთი გადატვირთული გრაფიკი საეჭვია ხვიჩამ გაუძლოს.
სსს
23 აპრილი 2024 10:21
3
Რით დააინტერესა რო?დაღლილია,ტრამვა მიღო(არადა პენალტის დარტყმის შეეშინდა),ფეხბურთისთვის არ სცალია-საქართველო უნდა იხსნას რუსული კანონისგან.ალბათ ბიჭი მეყოლებაო ამით დააინტერესა,რავი სხვა რითი უნდა დაეინტერესებინა გუნდები სადაც ფეხბურთელები კი არ დადიან და დარბიან-დაფრინავენ.
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
23 აპრილი 2024 09:58
34
მე მგონი ხვიჩა "ჩვენი გზა ევროპისკენააას" ძახილით დაიღალა და არა მარტო ეგ, ზოგიერთი ფეხს აყოლილებიც. ჯერ საქართველო! მერე: მამული, ენა, სარწმუნოება! და არა ნაცების სლოგანი: /ევროპა, მამული, ენა, ერთობა/.
ასეა!
23 აპრილი 2024 10:28
14
საინტერესოა მერამდენე წრეზე მიდიხართ კვარას მსურველი კლუბების ფანტაზიორობაში და თანაც ფასაც თქვენ რომ განსაზღვრავთ. საინტერესოა მას შემდეგ რაც პირველათ ნაპოლიში გამოჩნდა და ის რამდენიმე თვე დაფრინავდა, რომელი თამაში გახსენდებათ 100 მილიონად ღირებული ფეხბურთელი რომ უნდა თამაშობდეს ოღონდ ვერონას დუბლი და სოფასკორეს შეფასებები არ გინდათ. ნაპოლი რომ დღეს სულს ღაფავს სწორედაც მისი "დამსახურებაა" ოსიმენასთან ერთად, ორივემ ჩააგდეს ყველა პრინციპული თამაში,როგორც სერიაში ისე ლიგაზე. კვარას ბედი რომ ნაკრებმა მოახერხა ევროზე გასვლა თორემ მისი რეგრესი უფრო კატასტროფული იქნებოდა. ასე რომ ისე ღირს კვარა დღეს 100 მლ-ონი როგრც 22 წლის არის.....
kasho
23 აპრილი 2024 09:49
18
და რამდენი ღირს შედი ტრანსფერმარკტზე და ნახავ…
Zaza
23 აპრილი 2024 10:30
5
ცხელ-ცხელი ინფორმაციაა.ხარჩილავა ხაზარაძის დაფინანსებით აკეთებს გუნდს და დახურული მოლაპარაკება მიდის ხვიჩასთან და ჯუღელთან რომ დაითანხმონ ლაურენტისი 80 მილიონზე რათა სქური გააძლიერონ მარა ჩიხურააა ჩარეული ბერას ზურგით და თავისთან უნდათ წაიყვანონ ვნახოთ ვისი აჯობებს.ალბათ მაინც ხარჩილავა გადაძალავს. სხვა თუ არაფერი ხაზარაძე ჯაფარიძე ხარჩილავა სამი მუშკეტერია ევროპიდან და ხვიჩას დამატებით ოთხეულიც შეიკვრება
გია
23 აპრილი 2024 09:13
14
პსჯ -ს ისეთი მარგალიტი ყავს კვარას ფლანგზე,ბარკოლო თან ფრანგია,რაღაც არ მგონია კვარაში 100 მილიონი გადაიხადონ.მითუმეტეს სატრანფერო პოლიტიკა შეცვალეს და დიდ თანხას ერთ ფეხბურთელში აღარ იხდიან.
ლაშა
23 აპრილი 2024 09:05
4
ინგლისში არ უნდა წავიდეს!
ლაშა
23 აპრილი 2024 08:39
3
დოღლიგაა ეგ ინგლისი და არაფრისმაქნისი. უამრავი სათასო მატჩების ჩატარებით გამოფიტეს ფეხბურთელები!
თემო
23 აპრილი 2024 16:20
0
ინგლისში სხვა დონეა..ვერ გაქაჩავს..ისეთი სისწრაფეებია იქ,იტალიაში არც დაესიზმრებათ.
თემო
23 აპრილი 2024 09:40
7

სიახლეები პოპულარული