სიტუაცია იცვლება - კვარაცხელიათი პსჟ და "ჩელსი" ისევ არიან დაინტერესებული

AutoSharing Option
დღეს "გაძეტა დელო სპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ნაპოლიში" ხელშეუხებელი არავინაა, უკმაყოფილოებს წასვლა შეუძლიათ და ეს ხვიჩა კვარაცხელიასაც ეხება. რა თქმა უნდა, მთლად ასე ადვილად არავის და პირველ რიგში, კვარაცხელიას ვერ შეელევიან, მაგრამ თუ კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ტრანსფერში დიდ თანხას შესთავაზებენ, ალბათ, ცდუნებას ვერ გაუძლებს.

ამის პარალელურად, ჟურნალისტი ეკრემ კონური "ტვიტერით" იტყობინება, რომ ხვიჩას მიმართ ლიგა 1-ის და პრემიერლიგის წარმომადგენლები ინტერესს ისევ ავლენენ და შეიძლება "ნაპოლის" 22 წლის ქართველში ზაფხულში 100 მილიონი ევრო შესთავაზონ. კონურმა დაინტერესებულ კლუბებს შორის მხოლოდ
პსჟ და "ჩელსი" დაასახელა.

Areanapoli აღნიშნავს, რომ "კვარა" ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტით 2027 წლის ივნისამდეა დაკავშირებული, გუნდში 1.3-მილიონიანი ხელფასით ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადია, სხვაგან გადასვლა არ უნდა, თუმცა არაა გამორიცხული, "ნაპოლის" ცუდმა სეზონმა მისი სურვილი შეცვალოს.

ადრე რამდენიმე იტალიურმა გამოცემამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ "ნაპოლის" ფეხბურთელებმა მოტივაცია დაკარგეს და თამაშის დიდი სურვილი აღარ გააჩნიათ.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ჯერჯერობით ჭორებია ეს ყველაფერი,მაგრამ თუ ვუნმე სერიოზული გამოჩნდა,კვარას ვურჩევ ეგრევე გადავიდეს,რადგან ნაპოლი კიდევ კარაგა ხანს ვერ დადგება ფეხზე,ისე არია გუნდი ლაურენტისმა
მირო
11:50 23-04-2024
3
კვარათი დაინტერესებილი არიან: ჩელსი, პსჟ, ბარსა, მანჩესტერ იუნ, ლივერპული, ნიუკასლი, ბაიერნი, არსენალი, ფლამენგო, ბოკა ხუნიორსი...
მაიცა რა
08:13 23-04-2024
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული