დავითაშვილის სუპერგოლი - ქართველმა ზედიზედ მეხუთე მატჩში გამოიჩინა თავი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 2-ის 34-ე ტურში „ბორდომ“ საკუთარ მოედანზე „დიუნკერკი“ 2:0 დაამარცხა.

მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, უკვე ტრადიციულად, მათ რიგებში გამორჩეული ზურიკო დავითაშვილი იყო, რომელიც პარტნიორებს მახვილგონივრული პასებით ამარაგებდა და პირველი რეალური სახიფათი მომენტი შექმნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარე კონემ მოიგერია. ჟირონდული გუნდი 38-ე წუთზე ვიპოტნიკმა დააწინაურა.

შესვენების შემდეგ დავითაშვილი მცველს გასცდა, მეკარეს ბურთი თავზე კოხტად გადაუგდო, თქვენი მოწონებული გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ზურიკომ ზედიზედ მეხუთე მატჩში გამოიჩინა საგოლე მოქმედებით თავი. მის ანგარიშზე 33 მატჩში 6
გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა, მისი გარჯა კი Sofascore-მ და Flashscore-მ 7.6 ქულით შეაფასეს.

„ბორდო“ 44 ქულით მე-14 ადგილზეა და 27 აპრილს გასვლაზე „ლავალს“ დაუპირისპირდება.

ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - დიუნკერკი 2:0
გოლები: 1:0 ვიპოტნიკი (38), 2:0 დავითაშვილი (46)

altზურიკოს საგოლე გადაცემა - "ბორდო" კომპენსირებულ დროში კაცნაკლულ "სენტ-ეტიენთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 15 /
თითქოს მოუმატა ზურიკომ,მაგრამ მაინც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს.მისგან გაცილებით მეტს ველი და ზუსტად ვიცი,გაცილებით უკეთესად ითამაშებს.ეს გოლიც როგორი ტექნიკური დარტყმით გაიტანა.იმედია,ევროპაზე უკვე გამოამჟღავნებს,რა შეუძლია.
სოსო
25 აპრილი 2024 08:27
0
ერთ-ერთ ინტერვიუში ხვიჩამ თქვა ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, თუ რამხელა მონაცემების მქონე ფეხბურთელია ზურიკო და აუცილებლად ითამაშებს უმაგრეს ფეხბურთსო.ხვიჩას ნამდვილად არ ესწავლება ფეხბურთის ამბავი.ზურიკო მაგარია და იმედია კიდევ ბევრად მაგარს ვიხილავთ,დაწყებული კარს მომდგარი ევროპირველობიდან.აბა წინ ზურიკო,წინ ჩვენო ბიჭები,წინ ნაკრებო,წინ საქრთველო!!!
ბრაზი
24 აპრილი 2024 18:57
0
ევროპაზე გასვლა უკვე დიდ გავლენას ახდენს ჩვენი ბიჭების განვითარებაზე. ეს დასაწყისია მარტო.
გიორგი
24 აპრილი 2024 17:44
0
ძიუბას ხშირად სტუმრობ?
zura222-ს
24 აპრილი 2024 16:47
0
ყოჩაღ ზურიკო! თუ ყველამ ასე მოუმატა იქნებ ფინალსაც გამოვკრათ ხელი. ძალიან მეიმედება ჩვენი ნაკრების,საქართველოს ევროპაზე თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის
თენგაბი
24 აპრილი 2024 16:21
1
გასახარია ის რომ უმეტესი ნაკრების ბიჭები ფორმაში შედიან..მჯერა ჩვენი ნაკრები პატარა სენსაციას გამოჭედავს ევროზე.წარმატებები ზურიკოს.ყველა ქართელს.დიდება საქართველოს.
კიეზა
24 აპრილი 2024 13:38
1
ზურიკო თავისი არსით დიდი ფეხბურთელია რომელსაც მხოლოდ გახსნა აკლდა და როგორც ჩანს ზუსტად ეს გარდატეხა მოხდა მასში. ნაკრების წარმატებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ალბერტ რიერას 1 თვის წინ იმის თქმა პრესკონფერენციაზე რომ ზურიკო ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა და მისგან ყოველ მატჩში ელოდებიან თამაშის საკუთარ თავზე აღებას და მისი დიდი იმედი აქვთ. პრინციპში ბოლო თამაშებში ისეთივე კარგია როგორც ყოველთვის უბრალოდ თავდაჯერებაში აქვს საგრძნობლად მომატებული და თამამად იღებს გადაწყვეტილებებს და სადაც დასარტყმელია ურტყავს თან არა დარტყმა დარტყმისთვის არამედ დარტყმა გოლისთვის რომელიც აუცილებლად გავა. ეს სეზონი 10+10 უნდა ჩაამთავროს და ეს დიდი პროგრესი იქნება განსაკუთრებით გუნდის რეგრესის ფონზე. რაც შეეხება სადმე წასვლას, ალბათ აჯობებს შემდეგი სეზონიც ბორდოში დაიწყოს და გუნდის ლიდერის როლში ლიგა 1-ში გადასვლაში დაეხმაროს. თუ ბორდო ზუკას ლიდერობით აღზევდა ამაზე კარგ ადგილას სად უნდა ითამაშოს 23 წლის ძალიან პერსპექტიულმა შემტევმა, რთული წარმოსადგენია.
Zaza
24 აპრილი 2024 13:30
2
მაგრად მოუმატა ზურიკომ, ეტყობა მოტივაცია ევროპის ჩემპიონატისთვის, დიდი იმედი მაქვს ამ ბიჭის. ვისაც ასაკობრივი ნაკრების და დინამოს ასაკობრივების თამაში გახსოვთ ზურა არანაკლები იყო ხვიჩაზე, ის კი არა ლიდერად მოიაზრებოდა იმ გუნდების. ბედნიერება იქნება თუ ხვიჩას დონის ფეხბურთელები მეტი გვეყოლება.
კახა
24 აპრილი 2024 12:44
0
ჭე ლიგაში გაიტანა ჭეში, დაოკდით
zura222
24 აპრილი 2024 12:15
33
არ არის ეს zura222-ის კომენტარი. მე თუ ვიცი ეგ, დროა თქვენც გესმოდეთ აქ რაც ხდება.
გიორგი
24 აპრილი 2024 17:50
2
წადი იმკურნალე, აშკარად ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვს.
გია პაპა
24 აპრილი 2024 14:11
0
Იქეთ გიო, Აქეთ ზურიკო .... კარგია. უფლის Წყალობით ყველანი ტრავმის Გარეშე Ევროპისთვის Ბიჭებო !!!
დინამოელი
24 აპრილი 2024 11:35
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული