კიტეიშვილის ლამაზი გოლი - "შტურმს" ოქროს დუბლის შანსი აქვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის ბუნდესლიგის 28-ე ტურში „შტურმმა“ გასვლაზე „რაპიდი“ 3:1 დაამარცხა, რომელსაც სახლში ხუთი დღის წინ 1:0 სძლია.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა პირველი ტაიმის ბოლოს საჯარიმოს გარედან დალაშქრა მეტოქის კარი. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 22 მატჩში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. კიტეიშვილი 71-ე წუთზე შეცვალეს, მისი თამაში Flashscore-მ 8.1 ქულით შეაფასა, ხოლო Sofascore-მ 7.3-ით.

გრაცული გუნდი „ზალცბურგის“ ათწლიანი ჰეგემონიის დამხობას ცდილობს, რომელიც დღეს კლაგენფურტში „აუსტრიასთან“ 3:4 დამარცხდა.

„შტურმი“ 38 ქულით ლიდერია, „ზალცბურგს“ 3 ქულით უსწრებს და 28 აპრილს ამ გუნდს
სტუმრად დაუპირისპირდება, ხოლო 1-ელ მაისს კლაგენფურტში თასის ფინალში „რაპიდს“ შეხვდება.

ვენა. „ალიანც სტადიონი“
რაპიდი - შტურმი 1:3
გოლები: 0:1 ჰორვატი (8), 1:1 მაილიუ (19), 1:2 გაზიბეგოვიჩი (29), 1:3 კიტეიშვილი (44)

altკიტეიშვილის "შტურმმა" მოიგო და ბუნდესლიგაში გალიდერდა

მკითხველის კომენტარები / 3 /
გაიხარეთ რომ გვახარებთ
gio gio
25 აპრილი 2024 10:19
0
,,ხოლო 1-ელ აპრილს კლაგენფურტში თასის ფინალში „რაპიდს“ შეხვდება."
პირველ აპრილს ვერ შეხვდება ;-)
იღბალო
25 აპრილი 2024 10:16
1
1-ელი აპრილი უკვე იყო, რას გვატყუებ! თასის ფინალი 1-ელ მაისს არის ალბათ უნდა დაგეწერა!
მწვრთნელი
25 აპრილი 2024 10:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული