"სწორია, რომ გულშემატკივრები სტადიონზე კვლავ დადიან და თავიანთი საყვარელი "ნაპოლი" არ მიატოვეს. გუნდს ამ მომენტში ძალიან სჭირდება ფანების მხარდაჭერა.
ვფიქრობ, მომავალში უნდა მოვერიდოთ ზოგიერთ მოთამაშეზე ძალიან მიჯაჭვულობას. სკუდეტოს მოგების შემდეგ ჩვენ ნაჩქარევად შევადარეთ კვარაცხელია მარადონას და ოსიმენი ვან ბასტენს... ბალანსი ყოველთვის საჭიროა", - თქვა ფლორო ფლორესმა OttoChannel-16-თან საუბრისას.
Არა რუსულ ოქროს!!!
რაც შეეხება მარადონას,ის მხოლოდ 26 წლისა მოგვევლინა არგენტინელთა ნამდვილ ლიდერად.მანამდე კი,18 წლისა,არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი,მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანეს,ფსიქოლოგიურად მზად არ არისო.22 წლისა უკვე ათამაშეს,მაგრამ ფსიქოლოგიურ დატვირთვას ვერ გაუძლო და გაძევებით დაასრულა ჩემპიონატი.მხოლოდ 26 წლისა მოგვევლინა,ნაკრების ნამდვილ ლიდერად და ბელადად.ჩვენ კი,ჯერ 19 წლის ჩაკვეს დავაკისრეთ,ეს მოვალეობა,შემდეგ კი,მისი ტრავმის შემდეგ,ასევე 19 წლის კვარაცხელიას.არც გვიკითხავს,არიან თუ არა მზად,საამისოდ?ჯერ ჩაკვე წაიქცა,დიდი ტვირთის და დატვირთვების ქვეშ,ჰო,მანამდე,ლევან ყენია და ჯანო ანანიძე გვყავდა,მთელი ქვეყნის ტვირთი რომ ავკიდეთ,ჯერ კიდევ მოზარდებს და რომლებიც ასევე დიდი დატვირთვების გამო იმდენ მძიმე ტრავმას გადაეყარნენ,რომ ნამდვილი ფეხბურთი,ფაქტობრივად ვეღარც ითამაშეს.ჩვენი ბრალია და ჩვენ შევჭამეთ,ეს ბიჭები.ნაკრები გაჭირვებაშია,წუმპეშიაო ჩაფლული.შევაბით ეს ბიჭები უღელში და დავაყარეთ სახრე,გასწიე და ამოათრიეო ურემი.იმდენი ვურტყით,დავარდნენ ჯერ ლევანი და მერე ჯანო.ჩაკვეც დავარდა,მაგრამ კარგი მომვლელი გამოუჩნდა და თანდათანობით ფეხზე დგება,მაგდანას ლურჯასავით.ამავე დროს,კვარაც წამოესწრო და ჩაკვეს ერთბაშად აღარ მოუწია ნაკრების მთელი ტვირთის კვლავ მარტოდ გათრევა,რაც საბოლოოდ დაანგრევდა,მის კარიერას.კვარა ჯერ 23 წლისაა.მარადონა,26 წლისა გახდა,ნაკრების ნამდვილი ლიდერი.ყიფიანიც დიდი ტალანტი იყო,მაგრამ დინამოს ლიდერი,ისიც დაახლოებით მაგ ასაკში გახდა.ისევე როგორც ვიტალი დარასელია,26 წლისა დაიღუპა და ის მოიაზრებოდა,ყიფიანის შემდგომი დინამოს ლიდერად.სამწუხაროდ არ დასცალდა,დინამოს ახალგაზრდა ტალანტები კი,რომლებიც ჯერ ყიფიანის,შემდეგ კი,დარასელიას ფრთების ქვეშ უნდა დაფრთიანებულიყვნენ და გამოზრდილიყვნენ ახალ ლიდერებად,ამ უდიდესი ფსიქოლოგიური ტვირთის ქვეშ,ვეღარ გაიზარდნენ და ვეღარ მიაღწიეს,მათი წინამორბედების დონეს.
ტალანტებს,დიდი მოთმინებით გამოზრდა უნდა,რომ იმას მიაღწიონ,რისი პოტენციური შესაძლებლობა აქვთ.ჩვენ რას ვაკეთებთ?გამეტებით ვურტყამთ თავში,ადექი და გასწიე,თანაც ისე,მე რომ მინდა,სხვანაირად არაფერი გაბედო,თორემ თავზე კეტს გადაგამტვრევო!ჩაკვეს და კვარას გვერდით,სხვა ტალანტებიც იწყებენ თანდათანობით ნათებას,ჩვენც ოპერატიულად შევამჩნიეთ ისინი და ახლა მათთვის მოვიმარჯვეთ,აპეურები.შეებით უღელში და ისე მოიქეცით,ჩვენ რომ გვინდა,თორემ სახრეები კონებად მაქვს შეკრული და სულ ზურგზე გადაგამტვრევო.ჩვენც არა ნაკლებად ავი ბატონები გამოვდივართ,ვიდრე დე ლავრენტისი,ან კაკო ყაჩაღის მამის ბატონი იყო.არ შეიძლება ნაკრების ფეხბურთელებზე ამდენი და ასერ ბინძური ზეწოლა,თორემ ჩემპიონატის დაწყებამდე გატყდებიან და ვერაფერ ხეირიანს ვერ გვიჩვენებენ.მერე?მერე ისევ მათ დავაყრით ქვასა და ღორღს,ვიცოდით,რომ ასე იქნებოდაო!იმას არავინ იტყვის,ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი,რომ ასე ყოფილიყოვო.არადა მართლაც ყველაფერს ვაკეთებთ,რომ ნაკრებმა კარგად ვერ ითამაშოს.შევეშვათ ხალხო,ამ ბიჭებს.დავაცადოთ წყნარად მომზადება.ნუ გადავაყოლებთ ჩვენ უტვინო ამბიციებს.ჯერ ერთი,არც ერთ მათგანს,არაფერი უთქვამს ისეთი,რასაც აბრალებთ და თუნდაც ეთქვათ,სრული უფლება აქვთ,საკუთარი აზრი ჰქონდეთ და ის გამოთქვან.ყველას აქვს ამისი უფლება.თუ ქვეყანას ერთგულად ემსახურებიან,მათ პოლიტიკურ სიმპათიებს რა მნიშვნელობა აქვს?დემოკრატიაზე გავკივით ყველა და დემოკრატია ხომ განსხვავებული აზრის დაშვებას და თანაარსებობას გულისხმობს?!ძველი ანეგდოტია:"სტალინს ჰკითხა რუზველტმა,დემოკრატიაზე რა აზრისა ხარო და სტალინმა უპასუხა:ორი აზრი არ არსებობს,დემოკრატია კარგიაო!"ჩვენც სტალინივით მხოლოდ ჩვენი აზრი მიგვაჩნია დემოკრატიად სხვისი აზრის პატივისცემა არ შეგვიძლია.რამდენიც არ უნდა ვიყვიროთ ევროპა,ევროპაო,გამოდის რომ ეს მოყვირალები,ორივე ფეხით საბჭოთა კავსირში არიან ჩაფლულ ჩარჩენილები.ამიტომ ისმის ამდენი "დამპალი ევროპა!ღრუსეთუმე ქართველი,რუსული კანონი,ღრუზინი" და სხვა.სანამ ასე ვიქნებით,არც ევროპა მიგვიღებს,როგორც მათ თანასწორს და მუდამ ოროსანი ბავშვივით თავჩაღუნულს მოგვიწევს მათი საყვედურების(ხშირად უსამართლო) მოსმენა.მხოლოდ ღირსეულად ვინც იქცევა,მას იღებენ,ღირსეულად.
რაც შეეხება მარადონას თემას.ხვიჩას არ უთხოვია,მოეწონათ ნეაპოლელებს,მისი თამაში,გვარშიც მსგავსება დაიჭირეს და დაარქვეს კვარადონა.ნებისმიერ ადამიანს,გამოცვლის სახელს,მისი სურვილის გარეშე არქმევენ და შენი სურვილით არავინ გადაგარქმევს..ეს მათი ნებაა!კვარაცხელია კი,კვარაცხელიაა და არავისთან შედარება არ სჭირდება.კიდევ ვნახავთ მის ბრწყინვალე თამაშებს და თვითონ მასთან დაიწყებენ სხვა ტალანტების შედარებას,ძალიან მალე.ის რეკორდსმენია!ტოპ ლიგაში პირველივე სეზონში საუკეთესოდ დაასახელეს და სეზონში,სამჯერ გახდა,თვის საუკეთესო ფეხბურთელი!ასე რომ მზად იყავით.მასთან და მის შედეგებთან შედარებას,აუცილებლად გაიგებთ.