ჩაკვეტაძე ტრავმის გამო მორიგ მატჩს გამოტოვებს - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველის მდგომარეობაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ხვალ, 27 აპრილს, ჩემპიონშიპის მორიგ ტურში, "უოტფორდი" "სანდერლენდს" უმასპინძლებს. "ირმებს" აღნიშნულ შეხვედრაში საზარდულის ტრავმის გამო გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება.

"უოტფორდის" მთავარი მწვრთნელის, ტომ კლევერლის თქმით, მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის წინ გიორგი სრულად უნდა გამოჯანმრთელდეს, ამიტომ მოედანზე მის ნაჩქარევად დაბრუნებას არ გარისკავს.

"გიორგის საზარდულის ტრავმა აქვს, მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის წინ, ჩაკვეტაძეს უნდა გავუფრთხილდეთ", - განაცხადა კლევერლიმ.

შეგახსენებთ, "უოტფორდი" ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში 53 ქულით მე-15 ადგილს იკავებს.

altნდობა კლევერლის - ჩაკვეტაძეს მომავალ სეზონშიც "მანჩესტერის" ყოფილი ფეხბურთელი გაწვრთნის

alt"რუსეთის დდშვც... საქართველო ევროპაში" - ჯაბა

კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურებიან [PHOTOS]
მკითხველის კომენტარები / 8 /
ხალხო ხმა ამოიღეთ დინამო თბილისიი გასაზიზღრა ამ საზიზღარმა კაცმა ფიფიამ მოვაშოროთ ეს კაცი დინამოდან ამოიღეთ ხმა გაგვინადგურა ჩვენი საამაყო კლუბიი ტიპმაა ვაფშე დინამოს სახელია შემორჩენილი ვინები ყავს გუნდში საერთოდ სირცზვილიაა....ბიზინაა მიხედე დინამოს ხო ხედავ გაგვისაზიზღრა გუნდი ამ კაცმაა...
საცოდაობა
26 აპრილი 2024 23:55
8
საქართველოს ნაკრების 80%,დინამოს აკადემიის აღზრდილებითაა დაკომპლექყებული.ფიფიას იმდენი ფული არ აქვს,რომ დინამო, ევროპაში კლუბის ძალით გახადოს ცნობილი.სამაგიეროდ მისი გაზრდილი ფეხბურთელებით გახდა ცნობილი და დღესაც საკმაოდ პერსპექტიული ბიჭები მოდიან.მაგ თამაშში,15 წლის ბიჭი შემოიყვანა შეცვლაზე და მისი სწრაფი ზრდისათვის,თამაში და ისევ თამაშია საჭირო.მხოლოდ ის ხომ არ არის?ძალიან ახალგაზრდები სხვებიც თამაშობენ და რა თქმა უნდა,სხვა კლუბების უკვე ზრდასრულ ფეხბურთელებთან,ჯერ ისევ ბავშვებს,თამაში გაუჭირდებათ!გვეყოფა მოთმინება,მივცემთ ამ ბიჭებს სათამაშო დროს?სწრაფად გაიზრდებიან.რამდენიმე სუსტი თამაშის შემდეგ,დედის გინებას თუ დავიწყებთ,ამ ბიჭებმა შესაძლოა თავიც გაანებონ ფეხბურთის თამაშს.ჯერ კიდევ წიწილას,პირდაპირ ოქროს კვერცხის დადებას თუ მოვთხოვთ,ჭკვიანური იქნება?დავაცადოთ ამ ბიჭებს 3-4 წელიწადი.მოიზარდონ,თამაში ისწავლონ,გამოცდილება მიიღონ და მერე,საქართველოსაც გამოადგებიან და იქნებ დინამოც რაღაცას დაემსგავსოს.ანგარიშგასაწევი გუნდი მაინც ვერ გამოდის და იქნებ თვითონ დინამოშივე გამოზარდონ,ტალანტები.ჯერ ძალიან პატარები არიან,სტაბილურები ვერ იქნებიან.ამას გვერდს ვერ ავუვლით,მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელია.მოთმინება და ისევ მოთმინება.
პ.ს.რამდენიმე წლის წინ,ქუთაისი ტორპედოში,"სოკარი"მივიდა და ახალი პროექტი დაიწყეს.მთელი გუნდი,ნიჭიერი ახალგაზრდებით დააკომპლექტეს და პირველი 5 ტური,გამარჯვებით დაიწყეს,მაგრამ მერე წაგებებიც გამოერიათ.ტრადიციულად მოუთმენელმა ქუთაისელმა გულშემატკივრებმა,ვერ აიტანეს წარუმატებლობები და პროტესტები დაიწყეს.შედეგად,ეს ახალგაზრდული გუნდი დაიშალა,სოკარიც გავიდა ტორპედოდან და გუნდი კვლავ უპატრონოდ და უკაპიკოდ დარჩა.სად არიან ის ბიჭები?სტრატეგია იმას ნიშნავს,ხვალინდელი ომში გამარჯვების პერსპექტივით,დღეს რომ შესაძლებელია ბრძოლები წააგო.სხვათა შორის დიდი ქვეყნების ასაკობრივი ნაკრებები,მაინცდა მაინც არ დასდევენ გამარჯვებებს.შარშან,ევროპის 21 წლამდელების ჩემპიონატში,ჩვენთან როგორი აჟიოტაჟი იყო,რუმინეთში კი,არც არაფერი იგრძნობოდა.იქ,ახალგაზრდა ფეხბურთელებმა,თანდათან უნდა გაიარონ ზრდისა და ვარჯიშის ეტაპები,თუ გაიმარჯვეს,კარგია,თუ არა და არც ამაზე ითქვეფენ,მუხლებს.სამაგიეროდ სრულ ასაკს რომ მიაღწევენ,უკვე ისეთ მონსტრებად ყალიბდებიან,რომ ჩვენებთან შედარებაც კი აღარ შეიძლება,ჩვენ კი,16 წლის ბიჭების გამარჯვებებით ვხარობთ და ფორსირებული მომზადების გამო,მათი გეგმაზომიერი ზრდა რომ ვეღარ ხდება,ეგ არავის ახსოვს.მწვრთნელსაც იმ დროს სთხოვენ გამარჯვებას.გამოდის რომ ჩვენ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ,ევროპაში კი,სტრატეგიული მითმინების გამოყენებით მუშაობენ.
სოსო
27 აპრილი 2024 23:07
0
ეჰ ჩემო სოსო ნეტა მართლა ეგრე იყოს.
სოსოს
26 აპრილი 2024 17:56
5
ამის შემდეგ მხოლოდ ერთი თამაში აქვთ დარჩენილი.გუნდი აღარაფრისათვის აღარ იბრძვის და გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელის რისკის ქვეშ დაყენებას,რა თქმა უნდა მოერიდებიან.რა თქმა უნდა მწვრთნელსაც მადლობა.
სოსო
26 აპრილი 2024 17:49
0
ტომ კლევერელი კაცი ყოფილა კაცური! გაუმარჯოს თავის საქმეში და ოჯახში!
ვაჟა მასწავლებელი
26 აპრილი 2024 15:49
0
ჯიგარია კლევერლი, აბა გენტში ტრამვიანი ათამაშებდნენ კაგა ხანს, მთავარი შედეგი იყო და არა გიორგის ჯანმრთელობა და მომავალი. ეს კაცი ზრუნავს ჩვენს ბიჭზე
კახა
26 აპრილი 2024 14:24
1

ქართველი მოზარდი ფეხბურთელების უმეტესობას საზარდულის კუნთის პრობლემა აქვს და იქნებ დაასახელოთ ვინც ამ პრობლემის მოგვარება იცის საქართველოში?
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
26 აპრილი 2024 14:02
0
ვიცით, ვიცით: ქნარიკა უნდა მაგის მკურნალობას!
პლეხანოველი
26 აპრილი 2024 15:48
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული