ჯუღელი დე ლაურენტისს ამ კონკრეტულ პირობას წაუყენებს - ცნობილია, რას ითხოვს კვარაცხელიას მხარე "ნაპოლის" პრეზიდენტისგან

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport უკვე წერდა, რომ მომდევნო კვირაში მამუკა ჯუღელი იტალიაში გაემგზავრება, სადაც "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება.

დღეს კი იტალიური გამოცემა უკვე იმ დეტალებს აქვეყნებს, რა მოთხოვნებიც კვარაცხელიას აგენტს "პარტენოპეის" მესაკუთრესთან ექნება.

"ბარსელონა" კვარაცხელიაზე ზეწოლას აგრძელებს, ჯუღელს კი სურს გაიგოს, თუ რა არის იტალიური კლუბის განზრახვა. ის კონკრეტული წინადადებით შეხვდება დე ლაურენტისს და მოსთხოვს, რომ ხვიჩას ხელფასი 5 მილიონი ევრო გახდეს და ამას ბონუსებიც დაემატოს.

პრეზიდენტი კი მზადაა მხოლოდ 4,5 მილიონი გადაიხადოს და ისიც ბონუსების ჩათვლით. ამ
დროისთვის დე ლაურენტისის პოზიციის შერყევა ძალიან რთული იქნება, რადგან "ბარსელონას" ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ კატალონიელთა მხრიდან "პარტენოპეის" მოთხოვნილი თანხის გადახდა ძალიან რთული იქნება", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ვისი სახელი ჰქვია,იმის აგენტი კი არ არის,ვის საქმეს აკეთებს,იმისი აგენტია.რა ვიცი,ვითომ ხვიჩას საქმეს აკეთებს?
სოსო
28 აპრილი 2024 22:30
1
ბიჭო ტიპები ღადაობენ ხალხზე სადაც ლაპარაკი მიდის მილიონებზე, დარწმუნებული ვარ აქ მწერლების 90%ს 1500 ლარი (არც კი) აქვთ ხელფასი და ნახევარზე მეტს სახლში ისევ ირანული გამათბობლები უყენიათ
Kosta
28 აპრილი 2024 20:29
5
ჯუღელის "აგენტობა" არ გაიშვა. სავარაუდოდ, ისევ რამე კაბალურ ხელშეკრულებას გააკეთებს და რაღაც სარგებლის სანაცვლოს.
Რაგბის ფანი
28 აპრილი 2024 08:20
5
რა გჭირთ რეებს წერთ.ხვიჩა ძალიან მაგარი ფეხბურთელია.წინა სეზონში იტალიაში საუკეთესო გახდა ამ სეზონში ნაპოლიშია საუკეთესო.რამდენი ლამაზი გოლი გაიტანა.უნდა გვეამაყებოდეს ესეთი ფეხბურთელი რომ გყვავს.იტალიელებს ძალიან უყვართ და თქვენ რა გჭირთ.საიდან ამდენი ბოროტება თუ ეს ქართული სენია.და კიდევ რუსეთიო ტერიტორიები წაგვართვა ხალხი დახოცა სახლები მიწასთან გაასწორა ეკლესიები წაგვართვა რუსეთმა და კიდე რუსეთს უძვრებით.გაზი აზერბაიჯანიდან შემოდის.
რეზო
28 აპრილი 2024 02:00
11
კრიკეტს მიაწექი ისევ,შენი პროვინციულ-პერიფერიული იუმორი არ გაიშვას არსად.კვარაცხელია საუკეთესო არა,ზლატანი კიდე))
ელგუჯა
28 აპრილი 2024 13:05
13
ვინ ვარ მე?
ჯუღელი
28 აპრილი 2024 00:18
7
ცნობილი “პერეგაროვშიკი” იტალიაშია.წავა ეხლა ლიმონების წურვაზე ბაასი.
ქოჩიაშვილის მამა ნაცია))არ იცოდით!?
27 აპრილი 2024 20:47
14
1.5 მილიონიანი ხელფასის მქონე ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა არის 130 მილიონი ?
ცოტა გასაკვირი ხომ არაა ?
ბესო
27 აპრილი 2024 20:28
4
მართლა შენი ფაფხურა.....
აქვსენტას
27 აპრილი 2024 19:59
12
გამოსასყიდი ფასის შესახებ იქნება ძირითადად ვაჭრობა.
აურელიოს 130 მილიონი უნდა. მაგრამ 100 მილიონზეც დათანხმდება. მას ბოლომდე არ ესმის, რომ ხვიჩა უნიკალურია. ამიტომ თანახმა იქნება, რომ 100 მილიონად გაყიდოს 10 მილიონად შეძენილი ფეხბურთელი.
რეალობა
27 აპრილი 2024 19:30
9
Მოკლედ ამ ისტორიაში ყველას გაუმართლა.ჯუღელს ხო გაუმართლა და გაუმართლა.შეხედეთ ფეხბურთელების აგენტებს და შეხედეთ ამ პრედლაჟენია კაცს.შეხედეთ და იკითხავთ ხო-საიდან,როგორ,რანაირად?
Შეხედეთ მერე ტოპ ფეხბურთელებს და შეხედეთ კვარადონას.ხო ლოგიკურია შეკითხვა-საიდან,როგორ,რატო?თუ ის დაჯილდოვების სცენაც გაიხსენე ხო საერთოდ.
Ბედი,ყისმათი...
Სანდრო
27 აპრილი 2024 18:48
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული